
მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი უკრაინას საჰაერო დაცვის გასაძლიერებლად გადამჭერი რაკეტების ახალ პარტიას მიაწვდის
საფრანგეთი უკრაინას საჰაერო დაცვის გასაძლიერებლად გადამჭერი რაკეტების ახალ პარტიას მიაწვდის. კიევისთვის სამხედრო დახმარების გაძლიერების გადაწყვეტილების შესახებ ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელში დაწერა. საფრანგეთის პრეზიდენტმა მსურველთა კოალიციის ფარგლებში გერმანის კანცლერთან და დიდი ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრთან ერთად დაგეგმილი შეხვედრაც დააანონსა, რომელიც მაკრონის განცხადებით, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს გაიმართება.
„მშვიდობიანი მოქალაქეების სამიზნეში სისტემატური ამოღებითა და დაშინებასა და ესკალაციაზე არჩევანის გაკეთებით, რუსეთი ძალის დემონსტრირებას ცდილობს. მაგრამ ეს უფრო მეტად საკუთარი უძლურობის დემონსტრირებაა. ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის ცის დასაცავად საჭირო საშუალებების მოწოდება. პრეზიდენტ ზელენსკის დახმარების გაძლიერების შესახებ უკვე ვაცნობე. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ამ ძალისხმევას ის ქვეყნებიც შემოუერთდნენ, რომლებიც ასეთ სისტემებს ფლობენ“, - წერს მაკრონი.
იმედი
წყარო: imedinews.ge