მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით სონღულაშვილი ბაღდათში ღვინის მარნის „ლაბარა“ საქმიანობას გაეცნო
დავით სონღულაშვილი ბაღდათში ღვინის მარნის „ლაბარა“ საქმიანობას გაეცნო

დავით სონღულაშვილი ბაღდათში ღვინის მარნის „ლაბარა“ საქმიანობას გაეცნო

იმედი|imedinews.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში მდებარე ღვინის მარან „ლაბარაში“ იმყოფებოდა, სადაც მიმდინარე საქმიანობას ადგილზე გაეცნო.

„მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების და მაღალი ხარისხის ქართული ღვინის წარმოების ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვან რეფორმას ვახორციელებთ. ჩვენი მიზანია, ქართული ღვინო ასოცირდებოდეს მაღალ ხარისხთან. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მცირე და საშუალო მარნები მნიშვნელოვანი სეგმენტია. გვაქვს მიზნობრივი მხარდაჭერა, რათა მათ შეძლონ ხარისხიანი ღვინის წარმოება, ღვინის ტურიზმის განვითარება და საექსპორტო ბაზრების არეალის გაფართოება, რაც თავის მხრივ, მეღვინეობის დარგის მდგრადი განვითარების შემადგენელი ნაწილია“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

შპს „ლაბარა“ ბაღდათის მუნიციპალიტეტში მოქმედი ღვინის მწარმოებელი კომპანიაა, რომლის წლიური წარმადობა 15 000 ბოთლ ღვინოს შეადგენს. საწარმოში 30 ადამიანია დასაქმებული. კომპანიის პროდუქციის რეალიზაცია ხდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე ექსპორტზე გადის ევროპაში, აზიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

კომპანია სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. საქმიანობის დაწყებისა და განვითარების ეტაპზე არაერთხელ ისარგებლა პროექტით „შეღავათიანი აგროკრედიტი“.

აღსანიშნავია, რომ ღვინის წარმოების მიზნობრიობით, იმერეთის რეგიონში პროექტით „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ბანკების მიერ გაცემულია 7,4 მლნ ლარის ოდენობის შეღავათიანი აგროსესხი, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 2,2 მლნ ლარია.

ღვინის მარანში მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილეები ლაშა ავალიანი და გიორგი წკრიალაშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მოქალაქეები გერმანიაში ხედავენ, რომ პრობლემები იზრდება და ჩვენ შეგვიძლია შემოვიტანოთ დამატებითი წესრიგი, შევიმუშაოთ სტრუქტურები, მოქალაქეებს იმედი აქვთ, რომ AfD საუკეთესო პარტიაა