მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით სონღულაშვილი ბელარუსის რესპუბლიკის ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს, მაქსიმ ლისენკოს შეხვდა
დავით სონღულაშვილი ბელარუსის რესპუბლიკის ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს, მაქსიმ ლისენკოს შეხვდა

დავით სონღულაშვილი ბელარუსის რესპუბლიკის ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს, მაქსიმ ლისენკოს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

ბელარუსის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ბელარუსის რესპუბლიკის ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს, მაქსიმ ლისენკოს შეხვდა.

მხარეებმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის მნიშვნელობას, რომელიც დაეფუძნება გამოცდილების და პროფესიული ცოდნის ურთიერთგაზიარებას. მხარეები შეთანხმდნენ, საჭიროებების გათვალისწინებით, გარკვეულ ვადებში განისაზღვროს თანმშრომლობის კონკრეტული მიმართულებები.

„გარემოს დაცვა სახელმწიფო მნიშვნელობის პრიორიტეტია. ჩვენ ვახორციელებთ სახეობათა აღდგენის რამდენიმე პროექტს და ხელშესახები შედეგები უკვე გვაქვს. გარდა ამისა, მყარი ნარჩენების მართვის მიმართულებით საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკების და წარმატებული გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. კლიმატის ცვლილების ფონზე, გარემოს დაცვის მიმართულებით გამოწვევები მზარდია. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რომელიც საუკეთესო შედეგს მოგვცემს და ჩვენს გარემოს მეტად დაცულს გახდის. საქართველოს და ბელარუსს შორის არსებობს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის პოტენციალი და ეს აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ“, - აღნიშნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა.

შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დაცული ტერიტორიებისა და ეროვნული პარკების მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებს, რაც გულისხმობს დაცული ტერიტორიების მართვისა და დაგეგმვის, ეკოტურიზმის განვითარების, იშვიათი სახეობების აღდგენის და მონიტორინგის, გარემოსდაცვითი განათლების საკითხებს.

„მოხარულები ვართ, რომ ორ უწყებას შორის ასეთი კავშირი დამყარდა. ჩვენ გვაქვს გამოცდილება, რომელიც შეგვიძლია საქართველოს გავუზიაროთ. ბატონ მინისტრთან ერთად განვიხილეთ და ორთვიან ვადაში ყველა იმ საკითხს დავამუშავებთ, რომლებზეც შევთანხმდით; ეს ეხება როგორც ნარჩენების მართვას, ასევე, გამოცდილების გაზიარებას, განსაკუთრებით დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების, ასევე, მცენარეთა ინვაზიურ სახეობებთან ბრძოლის კუთხით. ჩვენს ქვეყნებს შორის ბევრი საერთოა, ასე რომ, ნამდვილად გვაქვს მიმართულებები, რომლებზეც უნდა ვიმუშაოთ. მზად ვართ ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად“, - განაცხადა ბელარუსის რესპუბლიკის ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მაქსიმ ლისენკომ.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი საგანელიძე და საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიკოლაი როგაშჩუკი ესწრებოდნენ.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 203 სტატია.

  • დამატებითი პოლიტიკური რგოლის შექმნა რეგიონებს ვერ გააძლიერებს - დავით მელუა რეგიონული პოლიტიკის მინისტრის აპარატზეBM.GE
  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, მას მდინარაძე დაიკავებსფორმულა
  • ამაღლობელის საქმე საჯაროდ და კერძო საუბრებში წამოვჭერით – ბრიტანელი მინისტრინეტგაზეთი
მინისტრი →დაცვის →

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი