მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. ამაღლობელის საქმე საჯაროდ და კერძო საუბრებში წამოვჭერით - ბრიტანელი მინისტრი - Netgazeti
ამაღლობელის საქმე საჯაროდ და კერძო საუბრებში წამოვჭერით - ბრიტანელი მინისტრი - Netgazeti

ამაღლობელის საქმე საჯაროდ და კერძო საუბრებში წამოვჭერით - ბრიტანელი მინისტრი - Netgazeti

ნეტგაზეთი13 ივლისი, 2026, 20:31|netgazeti.ge

დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში სტივენ დაუთი აცხადებს, რომ „ბათუმელებისა“ და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობის საკითხი საქართველოს ხელისუფლებასთან დააყენეს როგორც საჯარო, ისე კერძო საუბრებში.

ასე უპასუხა მან ბრიტანეთის პარლამენტის წევრის, ბრენდან ოჰარას მიერ მიწერილ კითხვას.

„რა შეფასება მისცა მისმა [სტივენ დაუთის] უწყებამ იმ პოტენციურ გავლენას საკუთარ პოლიტიკაზე, რომელიც უკავშირდება საქართველოში გაერთიანებული სამეფოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დონეს — ქვეყანაში ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების მიზანში ამოღების შესახებ გავრცელებული ინფორმაციისა და ჟურნალისტ მზია ამაღლობელის პატიმრობაში დარჩენის კონტექსტში?“, – ჰკითხა ბრენდან ოჰარამ სტივენ დაუთის.

პასუხად სტივენ დაუთიმ განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო კვლავ ერთგული რჩება საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების მხარდაჭერის.

„ჩვენ ვაგრძელებთ მოვლენების განვითარებაზე ყურადღებით დაკვირვებას, მათ შორის მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობის შესახებ ცნობებსა და ჟურნალისტ მზია ამაღლობელის პატიმრობას, რომლის საქმეც საჯაროდ და პირად შეხვედრებშიც წამოვჭერით საქართველოს ხელისუფლებასთან.

გაერთიანებულმა სამეფომ არაერთხელ მკაფიოდ აღნიშნა, რომ კანონის უზენაესობის, ფუნდამენტური თავისუფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების პატივისცემა მნიშვნელოვანია საქართველოს გრძელვადიანი კეთილდღეობისა და საერთაშორისო ინვესტიციებისთვის მისი, როგორც მიზნობრივი ქვეყნის, მიმზიდველობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ საინვესტიციო გადაწყვეტილებებს თავად ბიზნესები იღებენ, ჩვენ რეგულარულად ვაფასებთ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებს, როგორც ჩვენი უფრო ფართო ორმხრივი თანამშრომლობის ნაწილს“, – აცხადებს სტივენ დაუთი.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კირიენკო: 2008 წელს აფხაზეთმა დამოუკიდებელი განვითარების გზა აირჩია

კირიენკო: 2008 წელს აფხაზეთმა დამოუკიდებელი განვითარების გზა აირჩია

ნეტგაზეთი

ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია – საბაკალავრო საფეხურზე 29481 აბიტურიენტი ისწავლის

ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია – საბაკალავრო საფეხურზე 29481 აბიტურიენტი ისწავლის

ნეტგაზეთი

იმერეთში 67 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

იმერეთში 67 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

ნეტგაზეთი

ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრო

ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრო

ნეტგაზეთი