მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით სონღულაშვილი: ბოლო წლების მონაცემები აჩვენებს, რომ აგროდაზღვევის პროგრამა ვითარდება, იზრდება როგორც დაზღვეული ბენეფიციარების რაოდენობა, ასევე დაზღვეული ფართობები და მოსავლის ღირებულება
დავით სონღულაშვილი: ბოლო წლების მონაცემები აჩვენებს, რომ აგროდაზღვევის პროგრამა ვითარდება, იზრდება როგორც დაზღვეული ბენეფიციარების რაოდენობა, ასევე დაზღვეული ფართობები და მოსავლის ღირებულება

დავით სონღულაშვილი: ბოლო წლების მონაცემები აჩვენებს, რომ აგროდაზღვევის პროგრამა ვითარდება, იზრდება როგორც დაზღვეული ბენეფიციარების რაოდენობა, ასევე დაზღვეული ფართობები და მოსავლის ღირებულება

იმედი|imedinews.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა საქართველოს დაზღვევის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

მინისტრმა მისასალმებელ სიტყვაში აგროდაზღვევის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების პროცესში ეს მექანიზმი ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს.

„ბოლო წლების მონაცემები აჩვენებს, რომ აგროდაზღვევის პროგრამა ვითარდება, იზრდება როგორც დაზღვეული ბენეფიციარების რაოდენობა, ასევე დაზღვეული ფართობები და მოსავლის ღირებულება. ათასობით ფერმერი უკვე ენდობა ამ სისტემას, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ.

თუმცა, პროცესს თან ახლავს გამოწვევებიც, მათ შორის ანაზღაურების მოლოდინთან შესაბამისობა და შეფასების პროცესის გამჭვირვალობა. სახელმწიფოს როლი ამ მიმართულებით არის მკაფიო; ჩვენი ამოცანაა გავზარდოთ ცნობადობა, გავაძლიეროთ ნდობა სისტემის მიმართ და გავხადოთ ის უფრო მოქნილი და ხელმისაწვდომი.

ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ფერმერებს ჰქონდეთ შესაძლებლობა მაქსიმალურად დააზღვიონ საკუთარი რისკები, რაც უზრუნველყოფს მათ უწყვეტ განვითარებას და საბოლოოდ ხელს შეუწყობს ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ ზრდას“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ღონისძიება საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა. მას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, სადაზღვევო სექტორისა და მარეგულირებელი უწყებების წარმომადგენლები, ასევე დარგის ექსპერტები და დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: აუცილებლად დიდი სიფრთხილეა საჭირო ამ მიმართულებით. იქ არის გარკვეული კლინიკური მაჩვენებლები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პაციენტი. ყველა ეს საკითხი მოითხოვს სკუპტულოზურ მუშაობას. საბედნიეროდ დღეს უკვე ამ ფაზაში ვართ, როდესაც უკვე ამ საკითხებზე მუშაობა იწყება. ეს არის მოსალოცი ამბავი

მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების რაოდენობა დაახლოებით 80-ია, თუმცა ყველასთან მიმართებაში მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ გამოყენებადი არ არის

მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების რაოდენობა დაახლოებით 80-ია, თუმცა ყველასთან მიმართებაში მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ გამოყენებადი არ არის

იმედი

ტრამპი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე: ეს საშინელებაა, დაიმახსოვრეთ ეს კადრები - სამ წელიწადში ჩვენც იგივე დაგვემართება, თუ არჩევნებში არასწორი მხარე გაიმარჯვებს

ტრამპი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე: ეს საშინელებაა, დაიმახსოვრეთ ეს კადრები - სამ წელიწადში ჩვენც იგივე დაგვემართება, თუ არჩევნებში არასწორი მხარე გაიმარჯვებს

იმედი

მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის გადაწყვეტილებაზე: რთულია, როდესაც არ ზის საქართველო მოლაპარაკებების მაგიდასთან, დაიცვა შენი ქვეყნის ინტერესები, თუმცა ვაგრძელებთ ევროკომისიასთან მუშაობას იმისათვის, რომ ექვსთვიანი პერიოდი დასრულდეს ჩვენი ინტერესების მაქსიმალური დაცვით