მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით სონღულაშვილი: ჩვენი მიზანია, ქართულმა წარმოებამ ღირსეული ადგილი დაიკავოს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე
დავით სონღულაშვილი: ჩვენი მიზანია, ქართულმა წარმოებამ ღირსეული ადგილი დაიკავოს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე

დავით სონღულაშვილი: ჩვენი მიზანია, ქართულმა წარმოებამ ღირსეული ადგილი დაიკავოს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე

იმედი|imedinews.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში მდებარე ხილის გადამმუშავებელ საწარმოს შპს „ფი ემ გრუპი“ ეწვია.

მინისტრი ხილის გადამუშავების პროცესს, საწარმოს ინფრასტრუქტურასა და კომპანიის განვითარების სამომავლო გეგმებს გაეცნო.

„ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისა და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებულ აგრარული სექტორის განვითარებას შევუწყოთ ხელი, რომელიც შეძლებს არა მხოლოდ ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნის დაკმაყოფილებას, არამედ საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი პროდუქციის შეთავაზებას. ჩვენი მიზანია, ქართულმა წარმოებამ ღირსეული ადგილი დაიკავოს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

შპს „ფი ემ გრუპი“ 2024 წლიდან სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში, კომპანიამ ხილის გადამმუშავებელი საწარმოს შექმნისთვის 221 364 ლარის თანადაფინანსება მიიღო.

კომპანიამ ასევე ისარგებლა „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამით, რომლის ფარგლებშიც 2024-2025 წლებში საწარმოს მოწყობისა და განვითარების მიმართულებით დაფინანსება მიიღო.

შპს „ფი ემ გრუპი“ წლიურად 1000 ტონა ხილის გადამუშავებას უზრუნველყოფს. საწარმოში მზადდება ჩირი, ხილის ჩიფსები, ტყლაპი, ჩურჩხელა და სხვა პროდუქტები. წარმოებული პროდუქცია რეალიზდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე გადის ექსპორტზე.

საწარმოში მუდმივად 12 ადამიანია დასაქმებული, ხოლო სეზონური სამუშაოების პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობა 40-მდე იზრდება.

ხილის გადამმუშავებელ საწარმოში მინისტრთან ერთად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მარიამ ქვრივიშვილი: მცირე ავიაციას განსაკუთრებული წვლილის შეტანა შეუძლია კონკრეტული რეგიონების ეკონომიკურ ზრდაში - „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ კაჭრეთში ამის კარგი მაგალითია“

მარიამ ქვრივიშვილი: მცირე ავიაციას განსაკუთრებული წვლილის შეტანა შეუძლია კონკრეტული რეგიონების ეკონომიკურ ზრდაში - „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ კაჭრეთში ამის კარგი მაგალითია“

იმედი

ბოლივიაში სამხედრო ბაზაზე მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

ბოლივიაში სამხედრო ბაზაზე მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

იმედი

ბერლინში „რუსული სახლის“ დახურვა გააპროტესტეს

ბერლინში „რუსული სახლის“ დახურვა გააპროტესტეს

იმედი

რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქს დაარტყეს

რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქს დაარტყეს

იმედი