მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით სონღულაშვილი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დედოფლისწყაროს ახალი განყოფილების თანამშრომლებს შეხვდა
დავით სონღულაშვილი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დედოფლისწყაროს ახალი განყოფილების თანამშრომლებს შეხვდა

დავით სონღულაშვილი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დედოფლისწყაროს ახალი განყოფილების თანამშრომლებს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი დედოფლისწყაროში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ახალი განყოფილების ოფისის თანამშრომლებს შეხვდა.

დედოფლისწყაროს განყოფილება კახეთის რეგიონულ სამმართველოს, დეპარტამენტის გაძლიერების პროცესის ფარგლებში დაემატა და სამინისტროსგან გადაეცა შენობა, რომელშიც გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლები განთავსდნენ.

მინისტრის თანამშრომლებთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დედოფლისწყაროში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა უკანონო ტყით სარგებლობა და ბრაკონიერობა. განყოფილების თანამშრომლები ამ მიმართულებებით პრევენციულ ღონისძიებებსაც აქტიურად ატარებენ და სამოქმედო ტერიტორიაზე 24-საათიან, უწყვეტ, გაძლიერებულ კონტროლს ახორციელებენ.

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს კახეთის რეგიონულ სამმართველოს დედოფლისწყაროში ახალი განყოფილება დაემატა. ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს რეგიონში სახელმწიფო გარემოსდაცვითი კონტროლის კიდევ უფრო გაძლიერებას და რეაგირების ოპერატიულობის გაზრდას. გაძლიერებული რეგიონული წარმომადგენლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც კანონის აღსრულების ეფექტიანობას, ისე პრევენციული ღონისძიებების გატარებას“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილე გიორგი წკრიალაშვილი, სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული, დედოფლისწყაროს მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი, ასევე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები ვაჟა ტაბატაძე, ზურაბ უგლავა და კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი უჩა სოლომნიშვილი იმყოფებოდნენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ომი შუალედური არჩევნების დასრულებისთანავე დასრულდება

ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ომი შუალედური არჩევნების დასრულებისთანავე დასრულდება

იმედი

ირაკლი კირცხალია ისლანდიის რეფერენდუმზე: 47% არ გამოვარდნილა და არ დაუწყია 53 პროცენტისთვის იმის ძახილი, რომ პრორუსი ხარ. არ დაუწვავს შენობები, პოლიციელები არ შევარდნილან პრეზიდენტის სასახლეში და რევოლუციის მცდელობა არ ჰქონიათ

ანდრია ჯაღმაიძე: ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია სამხედრო დანაყოფისთვის არქიმანდრიტ გაბრიელის სახელის გამოყენება. შეშფოთებას და წუხილს იწვევს ის გარემოებაც, რომ ღირსი მამის სახელის ასე მიუღებლად გამოყენებას რუსული ეკლესიის გარკვეული სასულიერო პირები უჭერენ მხარს

ტრამპი: პუტინთან შესანიშნავი საუბარი გვქონდა - მას შეთანხმების დადება სურს და თუ ზელენსკისაც სურს შეთანხმების დადება, ეს ძალიან კარგი იქნება

ტრამპი: პუტინთან შესანიშნავი საუბარი გვქონდა - მას შეთანხმების დადება სურს და თუ ზელენსკისაც სურს შეთანხმების დადება, ეს ძალიან კარგი იქნება

იმედი