მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით სონღულაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა ნიშურმა პროდუქტებმა, საერთაშორისო ბაზრებზე დაიმკვიდროს ადგილი
დავით სონღულაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა ნიშურმა პროდუქტებმა, საერთაშორისო ბაზრებზე დაიმკვიდროს ადგილი

დავით სონღულაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა ნიშურმა პროდუქტებმა, საერთაშორისო ბაზრებზე დაიმკვიდროს ადგილი

იმედი|imedinews.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი თიანეთში მცირე ზომის რძის გადამმუშავებელი საწარმოს „მართა ბებო“ საქმიანობას გაეცნო. ქალი მეწარმის მიერ შექმნილი საწარმო ნიშურ პროდუქტებს, მათ შორის დამბალხაჭოსა და კარაქს, ამზადებს. ობიექტი თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ტექნოლოგიური აღჭურვილობით არის უზრუნველყოფილი.

„ნიშური პროდუქტების განვითარება საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. ჩვენი მიზანია, ასეთი პროდუქტები არა მხოლოდ ადგილობრივი მოხმარების ნაწილი იყოს, არამედ განვითარდეს როგორც თანამედროვე აგრობიზნესი, შესაბამისი სტანდარტებით, შეფუთვითა და ბაზარზე სწორი პოზიციონირებით. ნიშური წარმოების განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებისთვის. კონკრეტული პროდუქტი შეიძლება გახდეს კონკრეტული რეგიონის ეკონომიკური იდენტობის ნაწილი, შექმნას დამატებითი შემოსავალი ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ხელი შეუწყოს ტურიზმის განვითარებას. ჩვენი ამოცანაა, ქართული პროდუქტის განსხვავებულობა მის მთავარ კონკურენტულ უპირატესობად ვაქციოთ“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

საწარმოში დანერგილია HACCP-ის სისტემა. ასევე, მოწყობილია სადეგუსტაციო ოთახი, რომელიც ტურისტებსა და ვიზიტორებს ემსახურება.

მინისტრთან ერთად საწარმოში მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური იმყოფებოდნენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

POLITICO: მერცის შეთანხმება თალიბანის რეჟიმთან შეშფოთებას იწვევს გერმანიაში მცხოვრებ ავღანელ ოპოზიციონერებსა და აქტივისტებში

POLITICO: მერცის შეთანხმება თალიბანის რეჟიმთან შეშფოთებას იწვევს გერმანიაში მცხოვრებ ავღანელ ოპოზიციონერებსა და აქტივისტებში

იმედი

დავით სონღულაშვილი: ადგილობრივი წარმოების განვითარება რეგიონების გაძლიერებას და ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას უწყობს ხელს

დავით სონღულაშვილი: ადგილობრივი წარმოების განვითარება რეგიონების გაძლიერებას და ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას უწყობს ხელს

იმედი

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს რიგით მეექვსე სხდომა გაიმართა

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს რიგით მეექვსე სხდომა გაიმართა

იმედი

საავტომობილო გზების დეპარტამენტი: „მთის ამბების” მიერ ქვეშეთი–კობის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით გავრცელებულ სტატიაში სამუშაო პროცესში კონკრეტულ მონაკვეთზე გამოვლენილი შეუსაბამობა განზოგადებულია და იქმნება მცდარი წარმოდგენა, თითქოს პრობლემა მთლიან პროექტს ეხება, მშენებლობის ხარისხი სათანადოდ არ კონტროლდება და გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება არ ხდება