მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით სონღულაშვილი: მოქმედებს სხვადასხვა პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობას ვაგრძელებთ, რათა რეგიონები კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს
დავით სონღულაშვილი: მოქმედებს სხვადასხვა პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობას ვაგრძელებთ, რათა რეგიონები კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს

დავით სონღულაშვილი: მოქმედებს სხვადასხვა პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობას ვაგრძელებთ, რათა რეგიონები კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს

იმედი|imedinews.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იმერეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი საწარმოებისა და მეურნეობების საქმიანობას გაეცნო.

„ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონებში ვიზიტი და როგორც პირველადი ისე გადამმუშავებელი საწარმოების საქმიანობის ადგილზე გაცნობა. განსაკუთრებით აღსანიშნავია აკვაკულტურის მიმართულება, რომელიც სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგია. მნიშვნელოვანია, რომ დარგის განვითარება სწრაფი ტემპით გაგრძელდეს.

სახელმწიფოს მხარდაჭერით რეგიონში მოქმედი გადამმუშავებელი საწარმოები იძლევა შესაძლებლობას, პროდუქცია ადგილზე შეიქმნას, ეს კი, თავის მხრივ, ხელს უწყობს როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. სამინისტროს მხრიდან მოქმედებს სხვადასხვა პროგრამა, რომლის მეშვეობითაც წარმოების მხარდაჭერას და ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობას ვაგრძელებთ, რათა რეგიონები კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სამინისტროს რეგიონული უწყებების განახლებულ ინფრასტრუქტურაზე და აღნიშნა, რომ თანამშრომლებისთვის ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია.

„დღეს გავხსენით მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ახალი რეგიონული ოფისი. თანამშრომლებისთვის კეთილმოწყობილი და თანამედროვე სამუშაო გარემოს შექმნა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რათა მათ სრულფასოვნად შეძლონ საკუთარი უფლება-მოვალეობების შესრულება“,-განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

იმერეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, დავით სონღულაშვილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში ლურჯი მოცვის ბაღში მოსავლის კრეფისა და სარეალიზაციოდ მომზადების პროცესს გაეცნო. მინისტრმა დაათვალიერა წყალტუბოში მდებარე სასათბურე მეურნეობა „ჰერბია“, ქუთაისში მცენარეული ნედლეულის გადამმუშავებელი საწარმო „ფარკონი“ და ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი კომპანია „კულინარი“, სოფელ გეგუთში აკვაკულტურის მეურნეობა და ბაღდათის მუნიციპალიტეტში ღვინის მარანი „ლაბარა“, ხოლო ქუთაისში მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ახალი რეგიონული ოფისი გახსნა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი