მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით სონღულაშვილი: სახელმწიფო, მარტო დარგს კი არ უნდა გაუფრთხილდეს, ასევე იმ იდენტობის ნაწილს უნდა გაუფრთხილდეს, რომელთან ერთადაც იცხოვრა 8 000 წელი
დავით სონღულაშვილი: სახელმწიფო, მარტო დარგს კი არ უნდა გაუფრთხილდეს, ასევე იმ იდენტობის ნაწილს უნდა გაუფრთხილდეს, რომელთან ერთადაც იცხოვრა 8 000 წელი

დავით სონღულაშვილი: სახელმწიფო, მარტო დარგს კი არ უნდა გაუფრთხილდეს, ასევე იმ იდენტობის ნაწილს უნდა გაუფრთხილდეს, რომელთან ერთადაც იცხოვრა 8 000 წელი

იმედი|imedinews.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ვენახის გაშენების სახელმწიფო რეგულაციის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

„ვენახის ნებართვა არ არის მხოლოდ საქართველოში და აქ მოგონილი. საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის, ამერიკის, სადაც მევენახეობა არის წარმატებული, ვენახის გაშენებაზე რეგულაციები ბევრად უფრო მკაცრია. წესები საბოლოოდ აისახება ღვინის ხარისხზე და ფასზე. შევადაროთ ერთი ბოთლი ღვინის საშუალო ფასი საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის და ჩვენი. ეს ფასები მიღებულია ზუსტად იმ წესებით, რა წესებითაც განისაზღვრება ღვინის ხარისხი. ხარისხით დგება, საბოლოო ჯამში, ღვინის ფასი. ეს არის მოცემულობა“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, სამეწარმეო ვენახების შემთხვევაში ძალიან ხშირია მოცემულობა, რომ კახეთში გაშენდა რქაწითელის ვენახები, სადაც ჰექტარზე 30-40 ტონა მოჰყავთ, შაქრიანობა 14-15 გრადუსზე ვერ ადის. ადამიანი უნდა დაიცვა, როდესაც ასეთ ინვესტიციას აკეთებს.

„ყურძენი და ღვინო არ არის მარტო ბიზნესი, დარგი და სექტორი, ეს არის საქართველოს იდენტობის ნაწილი; სახელმწიფო მარტო დარგს კი არ უნდა გაუფრთხილდეს, არამედ იმ იდენტობის ნაწილს უნდა გაუფრთხილდეს, რომელთან ერთადაც იცხოვრა 8 000 წელი, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სწორად გააშენო ვენახი“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი