მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით სონღულაშვილი: სახელმწიფოს მხარდაჭერით ვქმნით შესაბამის პირობებს, რომ ქართული აგროსექტორი უფრო მეტად იყოს ორიენტირებული ბაზრის მოთხოვნებზე
დავით სონღულაშვილი: სახელმწიფოს მხარდაჭერით ვქმნით შესაბამის პირობებს, რომ ქართული აგროსექტორი უფრო მეტად იყოს ორიენტირებული ბაზრის მოთხოვნებზე

დავით სონღულაშვილი: სახელმწიფოს მხარდაჭერით ვქმნით შესაბამის პირობებს, რომ ქართული აგროსექტორი უფრო მეტად იყოს ორიენტირებული ბაზრის მოთხოვნებზე

იმედი|imedinews.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში, სახელმწიფო აგროპროგრამების მხარდაჭერით განვითარებულ მეურნეობას შპს „აგროქართლი“ ეწვია და საწარმოო პროცესს ადგილზე გაეცნო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრმა დაათვალიერა მრავალწლოვანი ბაღები და 500 ტონიანი ტევადობის ხილის სამაცივრე მეურნეობა, გაეცნო კომპანიის საქმიანობას, წარმოების პროცესსა და ადგილობრივი პროდუქციის რეალიზაციის მიმართულებებს.

„მნიშვნელოვანია, რომ ფერმერმა შეძლოს არა მხოლოდ მაღალი ხარისხის მოსავლის მიღება, არამედ მისი სწორად შენარჩუნება და უკეთესი პირობებით რეალიზაცია. სწორედ ამიტომ, მრავალწლოვანი ბაღების განვითარებასთან ერთად, აუცილებელია თანამედროვე შემნახველი ინფრასტრუქტურის გაძლიერება. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ გაიზარდოს ფერმერების შემოსავალი, შემცირდეს დანაკარგები და ქართული პროდუქტი უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს. სახელმწიფოს მხარდაჭერით ვქმნით შესაბამის პირობებს, რომ ქართულმა აგროსექტორმა სათანადოდ უპასუხოს ბაზრის მოთხოვნებს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

შპს „აგროქართლი“ სახელმწიფო აგროპროგრამების ბენეფიციარია. კომპანიამ 2017 წელს სასოფლო-სამეურნეო თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში ვაშლისა და ბლის ნერგები შეიძინა და მრავალწლოვანი ბაღების განვითარება დაიწყო.

დღეს მეურნეობა მოიცავს ვაშლის 7 ჰექტარს, ატმის 5 ჰექტარს, ბლის 3 ჰექტარს და ვენახის 2,5 ჰექტარს. კომპანიას ასევე აქვს 500 ტონიანი ტევადობის ხილის სამაცივრე მეურნეობა.

გასულ წელს შპს „აგროქართლმა“ მიიღო 250 ტონა ვაშლის, 20 ტონა ბლისა და 20 ტონა ყურძნის მოსავალი. წარმოებული პროდუქცია რეალიზდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე გადის ექსპორტზე.

მეურნეობა სეზონურად 70-მდე ადამიანს ასაქმებს.

მინისტრთან ერთად შპს „აგროქართლში“შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჩხოროწყუში ფრინველთა და ცხოველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჩხოროწყუში ფრინველთა და ცხოველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა

იმედი

მარიამ ქვრივიშვილი: ვფიქრობთ, რომ ბევრი ხელშესახები შედეგი გვექნება, რაც გაზრდის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ კავშირებს სინგაპურთან

მარიამ ქვრივიშვილი: ვფიქრობთ, რომ ბევრი ხელშესახები შედეგი გვექნება, რაც გაზრდის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ კავშირებს სინგაპურთან

იმედი

ლევან ჟორჟოლიანი: პრემიერ-მინისტრმა, ქართულ დელეგაციასთან ერთად, გამართა შეხვედრები სინგაპურის პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, ორივე ქვეყანა თავის რეგიონში წარმოადგენს ერთგვარ ფინანსურ და ლოგისტიკურ ჰაბს, შესაბამისად, სინგაპურის გამოცდილება საქართველოსთვის მნიშვნელოვანია

მარიამ ქვრივიშვილი: ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტი მოექცა ჩანგის აეროპორტის მმართველი გუნდის ინტერესის სფეროში, მათ ფაქტობრივად დაგვიდასტურეს ინტერესი, რომ მონაწილეობა მიიღონ იმ ტენდერში, რომელსაც საქართველოს მთავრობა პარტნიორი კომპანიის შერჩევისას გამოაცხადებს