მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით სონღულაშვილი თურქეთის რესპუბლიკის სოფლისა და სატყეო მეურნეობის მინისტრს იბრაჰიმ იუმაკლის შეხვდა
დავით სონღულაშვილი თურქეთის რესპუბლიკის სოფლისა და სატყეო მეურნეობის მინისტრს იბრაჰიმ იუმაკლის შეხვდა

დავით სონღულაშვილი თურქეთის რესპუბლიკის სოფლისა და სატყეო მეურნეობის მინისტრს იბრაჰიმ იუმაკლის შეხვდა

იმედი|imedinews.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში, დავით სონღულაშვილი თურქეთის რესპუბლიკის სოფლისა და სატყეო მეურნეობის მინისტრს იბრაჰიმ იუმაკლის შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს.

ყურადღება გამახვილდა აგროსასურსათო პროდუქციით ქვეყნებს შორის ვაჭრობის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე. დავით სონღულაშვილმა თურქულ მხარეს მადლობა გადაუხადა თურქეთის ბაზარზე ქართული თაფლის ექსპორტის დაშვების გადაწყვეტილებისთვის და აღნიშნა, რომ ეს შესაძლებლობაა ქართველი მეფუტკრეებისთვის, გაზარდონ საკუთარი პროდუქციის ექსპორტი, ხოლო თურქეთის მხარეს ხარისხიანი და გამორჩეული საგემოვნო თვისებების თაფლზე ჰქონდეს წვდომა.

დავით სონღულაშვილმა თურქ კოლეგასთან საქართველოდან ცოცხალი პირუტყვის, ხორცის და ხორცპროდუქტების როგორც თურქეთში ექსპორტის, ასევე თურქეთის ტერიტორიაზე ტრანზიტის შესაძლებლობების საკითხი განიხილა. საუბარი შეეხო ცხოველთა ვაქცინაციის თემასაც. დავით სონღულაშვილმა თურქ კოლეგას მადლობა გადაუხადა გასულ წელს აღნიშნული მიმართულებით დახმარებისთვის. იბრაჰიმ იუმაკლიმ აღნიშნული მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სოფლის მეურნეობის წარმოების მხარდაჭერის ფარგლებში, როგორც საქართველო, ისე თურქეთის რესპუბლიკა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მასშტაბურ ღონისძიებებს ახორციელებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საზღვრისპირა ტერიტორიებზე გაგრძელდება ერთობლივი შეწამვლითი და სხვა აპრობირებული მეთოდების გამოყენება მავნებლის გასანადგურებლად.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ტყის მეურნეობის მართვის, ირიგაციისა და დრენაჟის სისტემების მოწყობის საკითხებს.

შეხვედრის ფარგლებში გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმები სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწყობის და სატყეო მეურნეობის მართვის კუთხით თანამშრომლობის შესახებ. აღნიშნული მემორანდუმები ორ ქვეყანას შორის გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 203 სტატია.

  • დამატებითი პოლიტიკური რგოლის შექმნა რეგიონებს ვერ გააძლიერებს - დავით მელუა რეგიონული პოლიტიკის მინისტრის აპარატზეBM.GE
  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, მას მდინარაძე დაიკავებსფორმულა
  • ამაღლობელის საქმე საჯაროდ და კერძო საუბრებში წამოვჭერით – ბრიტანელი მინისტრინეტგაზეთი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი