მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით სონღულაშვილმა რეინჯერებს პროფესიული დღე მიულოცა
დავით სონღულაშვილმა რეინჯერებს პროფესიული დღე მიულოცა

დავით სონღულაშვილმა რეინჯერებს პროფესიული დღე მიულოცა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 25 ადმინისტრაციულ ერთეულში დასაქმებული 500-მდე რეინჯერი იცავს. რეინჯერების დაცვის ქვეშ საქართველოს ტერიტორიის 1 066 175 ჰექტარია.

რეინჯერთა მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, ქვაბისხევში გაიმართა. რეინჯერებს პროფესიული დღე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ ოთარ ედიშერაშვილმა მიულოცეს.

“დღეს, საქართველოს დაცული ტერიტორიები ქვეყნის ფართობის თითქმის 15%-ს მოიცავს. ეს სტატისტიკური მაჩვენებელი ნათლად ასახავს სახელმწიფოს დამოკიდებულებას ბუნებრივი მემკვიდრეობისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართ. ჩვენი მიზანია, საქართველოს 6 სხვადასხვა კატეგორიის 112 დაცული ტერიტორიის ეფექტიანი მართვა, თანამედროვე ტექნოლოგიებით უზრუნველყოფა და მომავალ თაობებში რეინჯერის, როგორც პროფესიის პოპულარიზაცია. მინდა მივულოცო ჩვენი ქვეყნის 500-ზე მეტ რეინჯერს პროფესიული დღე და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო იმ სამსახურისთვის, რასაც ეწევიან ჩვენი უნიკალური ბუნების დაცვისთვის” - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ტრადიციულად, ღონისძიების ფარგლებში, სამსახურებრივი მოვალეობის წარმატებით შესრულებისთვის და პროფესიულ საქმიანობაში განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ რეინჯერები, რომლებსაც სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. ასევე, პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის დროს ტრაგიკულად დაღუპული რეინჯერების ხსოვნას.

ღონისძიებას მინისტრის მოადგილეები, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე, საქართველოს პარლამენტის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი