მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით სონღულაშვილმა საქართველო-ყირგიზეთის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კომისიის მე-2 სხდომაში მიიღო მონაწილეობა
დავით სონღულაშვილმა საქართველო-ყირგიზეთის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კომისიის მე-2 სხდომაში მიიღო მონაწილეობა

დავით სონღულაშვილმა საქართველო-ყირგიზეთის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კომისიის მე-2 სხდომაში მიიღო მონაწილეობა

იმედი|imedinews.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და მთავრობის წევრებთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთის რესპუბლიკაში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში, დავით სონღულაშვილმა საქართველო-ყირგიზეთის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კომისიის მე-2 სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

„ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კომისიის მე-2 სხდომის გამართვა კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს საერთო მზაობას, განვამტკიცოთ ორმხრივი კავშირები და გავაფართოოთ თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში. კომისია წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას ახალი შესაძლებლობების გამოსავლენად, საერთო გამოწვევებთან გასამკლავებლად და პრაქტიკული თანამშრომლობის გასაძლიერებლად“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა. დავით სონღულაშვილის თქმით, სოფლის მეურნეობა საქართველო-ყირგიზეთის თანამშრომლობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად რჩება. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობაზე ისეთ სფეროებში, როგორებიცაა სურსათის უვნებლობა, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, ორგანული სოფლის მეურნეობა, მევენახეობა, მეხილეობა და აგროგადამუშავება. „საქართველო მზად არის, პარტნიორებს გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება და ხელი შეუწყოს თანამშრომლობას სპეციალისტების მომზადების, ტექნოლოგიების გაცვლისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით. ეს პროცესები მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე პროდუქციის წარმოებასა და საერთაშორისო ბაზრებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა მინისტრმა.

დავით სონღულაშვილმა ასევე ისაუბრა გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების საკითხებზე. მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს ეკოტურიზმისა და დაცული ტერიტორიების მართვის მიმართულებით. მინისტრის შეფასებით, საქართველო-ყირგიზეთის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს როგორც ორმხრივი პარტნიორობის გაძლიერებას, ისე რეგიონში გრძელვადიანი სოციალურ-ეკონომიკური და გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევას.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მონაწილეობის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 69 სტატია.

  • "უნდა შეეძლოს პირდაპირ მონაწილეობის მიღება პოლიტიკურ პროცესში. არასერიოზული რა იქნება ვერ ვხვდები?" - ირაკლი ფავლენიშვილი მიხეილ სააკაშვილის AI გეგმებზერუსთავი 2
  • საქართველომ აშშ-ის მიერ ორგანიზებულ მრავალეროვნულ სწავლებაში, Sea Breeze 2026-ში მიიღო მონაწილეობაBM.GE
  • საზმაუს გენერალური დირექტორის კონკურსში მხოლოდ თინათინ ბერძენიშვილი მონაწილეობსნეტგაზეთი
  • საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ეუთოს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღოფორმულა
მონაწილეობის →

მსგავსი სტატიები

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი

დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილს: რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება