მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. საზმაუს გენერალური დირექტორის კონკურსში მხოლოდ თინათინ ბერძენიშვილი მონაწილეობს - Netgazeti
საზმაუს გენერალური დირექტორის კონკურსში მხოლოდ თინათინ ბერძენიშვილი მონაწილეობს - Netgazeti

საზმაუს გენერალური დირექტორის კონკურსში მხოლოდ თინათინ ბერძენიშვილი მონაწილეობს - Netgazeti

ნეტგაზეთი27 ივლისი, 2026, 09:49|netgazeti.ge

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მხოლოდ თინათინ ბერძენიშვილი მონაწილეობს.

თინათინ ბერძენიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის მოქმედი გენერალური დირექტორია და, შესაბამისად, ამ თანამდებობის მეორე ვადით დაკავება სურს. მას 6-წლიანი უფლებამოსილების ვადა სექტემბერში ეწურება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის დარიცხული ხელფასი 16 250 ლარია.

თინათინ ბერძენიშვილის კანდიდატურას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე დღეს, 27 ივლისს, უყარეს კენჭი. ბერძენიშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა სხდომაზე მყოფმა ბორდის 8 წევრმა, წინააღმდეგ კი ხმა ლაშა ტუღუშმა მისცა.

„იმედი მქონდა, რომ სხვებიც შემოიტანდნენ განაცხადს. სამწუხაროდ, ერთი კანდიდატია, რაც არ მეტყველებს კარგად სიტუაციაზე. იმიტომ, რომ ასეთ მნიშვნელოვან პოზიციაზე, როდესაც ასეთი მაღალი ხელფასია და ასეთი ნაკლები, ფაქტობრივად, არარსებული ინტერესია, ეს ძალიან ცუდია. ამიტომ, წინასწარ ვამბობ, რომ მე წინააღმდეგ ვაძლევ ხმას ამ და სხვა მიზეზების გამო, რომელზეც შემდეგ ტურში ვისაუბრებ“, – განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

მეორე ტურში გადასვლის შემდეგ, სამეურვეო საბჭოს შემდეგ სხდომაზე თინათინ ბერძენიშვილთან გასაუბრება გაიმართება, რის შემდეგაც გენერალურ დირექტორად დასამტკიცებლად უყრიან კენჭს.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალი წარუდგინეს

დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალი წარუდგინეს

ნეტგაზეთი

თბილისში, მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა

თბილისში, მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა

ნეტგაზეთი

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ნეტგაზეთი

სისტემური ავარია ენგურჰესზე – აფხაზეთში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზზე

სისტემური ავარია ენგურჰესზე – აფხაზეთში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზზე

ნეტგაზეთი