მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით სონღულაშვილმა ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) 93-ე გენერალურ სესიაში მიიღო მონაწილეობა
დავით სონღულაშვილმა ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) 93-ე გენერალურ სესიაში მიიღო მონაწილეობა

დავით სონღულაშვილმა ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) 93-ე გენერალურ სესიაში მიიღო მონაწილეობა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ქ. პარიზში მიმდინარე ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) 93-ე გენერალურ სესიაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სესიის ფარგლებში გამართულ მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლის დროს, დავით სონღულაშვილმა გლობალური მასშტაბით ძლიერი ვეტერინარული სისტემების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„დღეს ჩვენ ყველანი კარგად ვაცნობიერებთ, რომ ძლიერი ვეტერინარია იცავს სასურსათო წარმოებას, უზრუნველყოფს მოსახლეობის კეთილდღეობას, აძლიერებს სასურსათო უსაფრთხოებას, ხელს უწყობს ვაჭრობას და ამცირებს ადამიანის ჯანმრთელობისთვის არსებულ რისკებს. დღევანდელ ურთიერთდაკავშირებულ სამყაროში ერთი ქვეყნის ვეტერინარული სისტემის სისუსტე, შესაძლოა სწრაფად გადაიქცეს რეგიონულ ან გლობალურ საფრთხედ. შესაბამისად, საქართველო დიდ რესურს დებს იმისთვის, რომ პრევენცია, ზედამხედველობა და ლაბორატორიული შესაძლებლობები ქვეყანაში იყოს სრულად გამართული. ეს მიდგომა თავიდან გვაცილებს გაცილებით დიდ დანახარჯებს, რომლებიც დაკავშირებულია ეპიდემიებთან, ეკონომიკურ ზარალთან, სავაჭრო დანაკარგებთან და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კრიზისებთან“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, ქვეყნებისთვის, რომლებიც ისწრაფვიან აგროსასურსათო ექსპორტის ზრდისა და რეგიონული თუ საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებისკენ, ვეტერინარულ სისტემებში ინვესტირება წარმოადგენს ეკონომიკური ზრდის, ბაზრებზე ხელმისაწვდომობისა და გრძელვადიანი კონკურენტუნარიანობისთვის წინაპირობას.

„ვერც ერთი ვეტერინარული სისტემა ვერ იქნება ეფექტიანი, კვალიფიციური პროფესიონალების გარეშე. მსოფლიოს მასშტაბით ვხედავთ ვეტერინარების დეფიციტსა და ახალგაზრდების ინტერესის შემცირებას ამ პროფესიის მიმართ. შესაბამისად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ვეტერინარული განათლებისა და პროფესიული განვითარების გაძლიერება. ამ მიმართულებით ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. მათი ჩართულობით არაერთი ინიციატივა განხორციელდა ჩვენს ქვეყანაში და მსურს ამისთვის გამოვხატო ჩემი მადლიერება. დიდია მათი როლი იმ თანამშრომლობაში, რომლის ფარგლებშიც საქართველო განაგრძობს მაღალი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას და სანდო საერთაშორისო პარტნიორის როლის გაძლიერებას“, - აღნიშნა მინისტრმა.

დავით სონღულაშვილთან ერთად, ქ. პარიზში მიმდინარე ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) 93-ე გენერალურ სესიას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი ყურაშვილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მონაწილეობის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 69 სტატია.

  • "უნდა შეეძლოს პირდაპირ მონაწილეობის მიღება პოლიტიკურ პროცესში. არასერიოზული რა იქნება ვერ ვხვდები?" - ირაკლი ფავლენიშვილი მიხეილ სააკაშვილის AI გეგმებზერუსთავი 2
  • საქართველომ აშშ-ის მიერ ორგანიზებულ მრავალეროვნულ სწავლებაში, Sea Breeze 2026-ში მიიღო მონაწილეობაBM.GE
  • საზმაუს გენერალური დირექტორის კონკურსში მხოლოდ თინათინ ბერძენიშვილი მონაწილეობსნეტგაზეთი
  • საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ეუთოს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღოფორმულა
მონაწილეობის →დაცვის →

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი