
დედაქალაქის ცხრა საჯარო სკოლაში სასკოლო მზაობის ჯგუფები იხსნება
დედაქალაქის ცხრა საჯარო სკოლაში სასკოლო მზაობის ჯგუფები იხსნება, - ინფორმაციას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სასკოლო მზაობის პროგრამის ხანგრძლივობა დღეში შეადგენს სამ საათს.
„თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სასკოლო მზაობის ჯგუფების აღსაზრდელებს შეუძლიათ, ისარგებლონ ინოვაციის, ინკლუზიურობისა და ხარისხის პროექტით – საქართველო I2Q (WB). პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება და მის ფარგლებში თბილისის ცხრა საჯარო სკოლაში ფუნქციონირებას დაიწყებს სასკოლო მზაობის ჯგუფები.
პროექტის მიზანია სასკოლო მზაობისა და დაწყებითი განათლების ეტაპების ერთმანეთთან დაკავშირება. „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საქართველოს კანონის“ შესაბამისად, სასკოლო მზაობის პროგრამის ხანგრძლივობა დღეში შეადგენს სამ საათს.
პროექტში ჩართულია:
1. თბილისის აკაკი კივილაძის სახელობის ქალაქ თბილისის №8 საჯარო სკოლა 2. ქალაქ თბილისის №132 საჯარო სკოლა 3. ქალაქ თბილისის №108 საჯარო სკოლა 4. ქალაქ თბილისის №145 საჯარო სკოლა 5. ქალაქ თბილისის №168 საჯარო სკოლა 6. ქალაქ თბილისის №215 საჯარო სკოლა 7. ქალაქ თბილისის №169 საჯარო სკოლა 8. ქალაქ თბილისის №92 საჯარო სკოლა 9. ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის №212 საჯარო სკოლა
აღნიშნულ სასკოლო მზაობის ჯგუფებში რეგისტრაციის მსურველებმა შესაბამისი განცხადება 12 სექტემბრამდე უნდა გამოგზავნონ სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე – saagentoskancelaria@gmail.com“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
იმედი
წყარო: imedinews.ge