მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პიტერ მადიარმა განაცხადა, რომ ევროკავშირში დროებითი დაცვის წესების ცვლილების მიუხედავად, ბუდაპეშტი გააგრძელებს გაწვევის ასაკის უკრაინელი მამაკაცებისთვის თავშესაფრის მიცემას
პიტერ მადიარმა განაცხადა, რომ ევროკავშირში დროებითი დაცვის წესების ცვლილების მიუხედავად, ბუდაპეშტი გააგრძელებს გაწვევის ასაკის უკრაინელი მამაკაცებისთვის თავშესაფრის მიცემას

პიტერ მადიარმა განაცხადა, რომ ევროკავშირში დროებითი დაცვის წესების ცვლილების მიუხედავად, ბუდაპეშტი გააგრძელებს გაწვევის ასაკის უკრაინელი მამაკაცებისთვის თავშესაფრის მიცემას

იმედი|imedinews.ge

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პიტერ მადიარმა განაცხადა, რომ ევროკავშირში დროებითი დაცვის წესების ცვლილების მიუხედავად, ბუდაპეშტი გააგრძელებს გაწვევის ასაკის უკრაინელი მამაკაცებისთვის თავშესაფრის მიცემას.

მისი თქმით, უნგრეთის ხელისუფლებას განზრახული აქვს დამოუკიდებლად გადაწყვიტოს ასეთი მოქალაქეების, პირველ რიგში კი, ეთნიკური უნგრელების მიღების საკითხი.

მადიარმა გაიხსენა, რომ ივლისის შუა რიცხვებში ევროკავშირმა გადახედა უკრაინელებისთვის დროებითი დაცვის მინიჭების პირობებს და პროგრამიდან გამორიცხა სამხედრო ვალდებულების მქონე პირები, რომლებმაც საკუთარი ქვეყნის სამხედრო მოვალეობის მოთხოვნები არ შეასრულეს. უნგრეთის პრემიერმა ასეთ მიდგომას მიუღებელი უწოდა.

„უნგრეთი სხვაგვარად იმოქმედებს და მომავალშიც იტოვებს უფლებას, თავშესაფარი მიანიჭოს გაწვევის ასაკის მამაკაცებსაც, რომლებიც უნგრეთის ტერიტორიაზე გაურბიან ომს. აშკარაა, რომ პირველ რიგში ჩვენი თანამემამულეების გათვალისწინებით, ასეთი ლტოლვილების რაოდენობა იზრდება. გულწრფელად ვიტყვი, პირადად ჩემთვის ღირსების შემლახველი და გაუგებარია, რომ ევროკავშირმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო“, - აღნიშნა მან.

მადიარის მოსაზრებით, ახალი წესები ფაქტობრივად აიძულებს უკრაინელებს დარჩნენ ქვეყანაში, სადაც საბრძოლო მოქმედებები გრძელდება, და ართმევს მათ ევროკავშირში დაცვის მიღების ადრინდელ შესაძლებლობას.

უკრაინის მოქალაქეებისთვის დროებითი დაცვის სისტემა 2022 წლის მარტიდან მოქმედებს და 2028 წლის 4 მარტამდეა გაგრძელებული. წესების ცვლილების შემდეგ, მის მიღებას მხოლოდ ის უკრაინელები შეძლებენ, რომლებმაც სახელმწიფოს მიერ გათვალისწინებული სამხედრო მოვალეობები შეასრულეს.

ბრიუსელში მექანიზმის კორექტირების აუცილებლობა „უკრაინის თავდაცვითი საჭიროებებით“ განმარტეს. ამასთან, ახალი მოთხოვნები არ ვრცელდება იმ უკრაინელებზე, რომელთაც ევროკავშირის ქვეყნებში დროებითი დაცვა უკვე მინიჭებული აქვთ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 100 სტატია.

  • ანტონიო კოშტას თქმით, ევროკავშირის ბიუჯეტი არ დამტკიცდება, თუ საერთო გადასახადების შემოღებაზე შეთანხმება ვერ შედგებაBM.GE
  • ევროკავშირმა სომხეთთან ვაჭრობის ლიბერალიზაციის ორწლიანი დროებითი ზომები შეათანხმაფორმულა
  • გაყინული რუსული აქტივების უკრაინის დასახმარებლად გამოყენებას ბელგია ეწინააღმდეგება და საკითხის გადაწყვეტისას ევროკავშირის ქვეყნებს შორის პასუხისმგებლობის სამართლიან გადანაწილებას ითხოვსრუსთავი 2
  • ფაშინიანი: ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის პროცესს მალე დავიწყებთნეტგაზეთი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი: პირველად გვაქვს შანსი, რომ აბსოლუტური უმრავლესობა მოვიპოვოთ - ჩვენი წარმატება ადასტურებს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი: პირველად გვაქვს შანსი, რომ აბსოლუტური უმრავლესობა მოვიპოვოთ - ჩვენი წარმატება ადასტურებს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ

იმედი

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ალბათ, პირველად გვექნება შემთხვევა, როდესაც გერმანიის ერთ-ერთ ფედერალურ მიწას AfD-ს პრემიერ-მინისტრი ეყოლება. ფრიდრიხ მერცმა თქვა, რომ AfD-თან თანამშრომლობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ვფიქრობ, დემოკრატიისთვის სახიფათოა, როდესაც ასე მოქმედებენ

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი: ჩვენი პარტიის ასაკრძალად რეალური საფუძველი არ არსებობს

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი: ჩვენი პარტიის ასაკრძალად რეალური საფუძველი არ არსებობს

იმედი

Bloomberg: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტი, რომელიც სენატმა გასულ თვეში ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში მზარდ წინააღმდეგობას აწყდება

Bloomberg: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტი, რომელიც სენატმა გასულ თვეში ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში მზარდ წინააღმდეგობას აწყდება

იმედი