
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: 2019 წელს ბათუმში იყო კონფერენცია, რომელიც ეძღვნებოდა საქართველოს სვლას ევროატლანტიკური სტრუქტურებისაკენ, იქ პანელზე მჯდომ მიხაილ როთს ვკითხე, იქნება თუ არა კატეგორიული მოთხოვნა საქართველოს წინაშე, რომ მსგავსი აქციები, პრაიდები და ა.შ. განხორციელდეს მის ქუჩებში, პასუხად მან შუშის თვალებით გვითხრა, ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებები ეს არისო
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე გადაცემა „იმედის კვირისთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში იხსენებს, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ეკლესიისადმი დამოკიდებულება 2019 წლიდან შეიცვალა, როდესაც გამოჩნდა, რომ იყო მცდელობები, საქართველოში როგორმე გამართულიყო ლგბტ პრაიდი.
ის იხსენებს, რომ 2019 წელს ბათუმში გამართულ პანელურ დისკუსიაზე მყოფ მიხაილ როთს მიმართა კითხვით, რამდენად მოხდებოდა საქართველოს მიმართ მოთხოვნის წაყენება, რომ ჩატარებულიყო ლგბტ პრაიდი.
„ბათუმში იყო კონფერენცია, რომელიც ეძღვნებოდა სწორედ საქართველოს სვლას ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ. იქ მომეცა საშუალება და პანელზე მჯდომ მიხაილ როთს ვკითხე: ჩვენ ვხედავთ ჩვენი მოსახლეობის პოლარიზაციას ერთი ძალიან მტკივნეული საკითხის გარშემო. საქმე იმაშია, რომ ქართული კულტურისთვის უცხოა ცხოვრების ინტიმური დეტალების დემონსტრირება, როგორიც არ უნდა იყოს ის. ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოში ლგბტ თემის წინააღმდეგ არ არსებობს აგრესია მანამ, სანამ ისინი საკუთარი ცხოვრების წესის დემონსტრირებას არ იწყებენ. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის რბილი ძალის ხელში ძალიან ნოყიერ ნიადაგს ქმნის ეს თემა, ჩვენ ძალიან გვაწუხებს ეს და ვსვამთ შეკითხვას, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს და იქნება თუ არა კატეგორიული მოთხოვნა საქართველოს წინაშე, რომ მსგავსი აქციები, პრაიდები და ა.შ. განხორციელდეს მის ქუჩებში", - იხსენებს ანდრია ჯაღმაიძე.
დეკანოზის თქმით, კითხვის საპასუხოდ მიხაილ როთმა „შუშის თვალებით“ უპასუხა:
