მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ხვალ საქართველოს ეკლესიას ეყოლება ახალი კათოლიკოს-პატრიარქი - კენჭისყრის შედეგები ხვალვე გამოცხადდება
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ხვალ საქართველოს ეკლესიას ეყოლება ახალი კათოლიკოს-პატრიარქი - კენჭისყრის შედეგები ხვალვე გამოცხადდება

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ხვალ საქართველოს ეკლესიას ეყოლება ახალი კათოლიკოს-პატრიარქი - კენჭისყრის შედეგები ხვალვე გამოცხადდება

იმედი|imedinews.ge

ხვალ საქართველოს ეკლესიას ეყოლება ახალი კათოლიკოს-პატრიარქი, - განაცხადა პრესკონფერენციაზე საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა, ანდრია ჯაღმაიძემ.

მისივე თქმით, ხვალ სამების საკათედრო ტაძარში გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე ბიულეტენზე ამომრჩეველი სამ საპატრიარქო კანდიდატიდან ერთ-ერთს შემოხაზავს. შემდეგ ბიულეტენები საარჩევნო ყუთში მოთავსდება. მთელი საქართველოდან სამების ტაძარში 1200-მდე დელეგატი მოიყრის თავს. დეკანოზმა აღნიშნა, რომ მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, ეპარქიებიდან სიებია შედგენილი, რომელთა მიხედვითაც სტუმრები დაიშვებიან ტაძარში, სიაში მყოფი პირების იდენტიფიცირება კი პირადობის მოწმობით მოხდება.

დელეგატების მიღება 10:00-დან 12:00 საათამდე უნდა შედგეს. შემდეგ მღვდელმთავრებიც მიბრძანდებიან ტაძარში და დაიწყება კენჭისყრა.

ჯაღმაიძის განმარტებით, იკრძალება მობილური ტელეფონების გამოყენება. მისივე თქმით, კრების ნაწილი გადაიცემა პირდაპირ ეთერში, კერძოდ, კრების დაწყება და შედეგების გამოცხადება, ხოლო ხმების დათვლის ნაწილი დახურული იქნება.

ამასთან, დეკანოზ ჯაღმაიძის განმარტებით, ტაძრის ეზოში შესვლა ნებისმიერ მსურველს შეეძლება და შეზღუდვა მხოლოდ ტაძარში შესვლას ეხება.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა პატრიარქობის სამი კანდიდატი 28 აპრილს გამოარჩია. კანდიდატები არიან: ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი მეუფე იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შედეგები

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 67 სტატია.

  • სემეკ-მა საქართველოში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზების შესწავლის პირველადი შედეგები წარადგინატვ პირველი
  • სემეკ-ის სამუშაო ჯგუფმა საქართველოში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზების შესწავლის პირველადი შედეგები წარადგინარუსთავი 2
  • ცნობილია დენის სისტემური გათიშვის საკითხზე სემეკის შესწავლის პირველადი შედეგებიBM.GE
  • გეოპოლიტიკური კრიზისი: NATO-ს ანკარის სამიტის შედეგები და აშშ-ირანის სამხედრო ესკალაციაფორმულა
შედეგები →

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი