მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Der Spiegel: Volkswagen-ი კრიტიკულ მდგომარეობაშია
Der Spiegel: Volkswagen-ი კრიტიკულ მდგომარეობაშია

Der Spiegel: Volkswagen-ი კრიტიკულ მდგომარეობაშია

იმედი|imedinews.ge

ცნობილი გერმანული ავტოგიგანტი Volkswagen-ი კრიტიკულ ვითარებაშია. ინფორმაციას Der Spiegel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, Volkswagen-ის ხელმძღვანელობა კონცერნს არსებობისთვის საფრთხის ქვეშ მყოფად აფასებს.

Volkswagen Group-ის ხელმძღვანელების შეფასებით, კონცერნის მდგომარეობა, შესაძლოა, გაცილებით უფრო კრიტიკული იყოს, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა. ამაზე არა ავტომობილების ექსპერტები ან ძვირად ღირებული კონსულტანტები, არამედ თავად კომპანიის მაღალი მენეჯმენტი საუბრობს, წერს გამოცემა.

კომპანიაში ჩატარებული ანონიმური გამოკითხვის ფარგლებში გამოიკითხნენ როგორც დირექტორატის წევრები, ისე სამეთვალყურეო საბჭოს წარმომადგენლები. ამ უჩვეულო კვლევის მიზანი იყო შიდა ერთიანობისა და გუნდის განწყობის შეფასება.

ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, რომელიც Manager Magazin-მა მოამზადა, გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ ხელმძღვანელობის ძირითადი ნაწილი კონცერნის მდგომარეობას უკიდურესად კრიტიკულად აფასებს.

წყაროების ცნობით, ცხრა გამოკითხულიდან ექვსმა კომპანია „არსებობისთვის საფრთხის ქვეშ მყოფად“ შეაფასა, ხოლო კიდევ სამმა - „დაძაბულ მდგომარეობაში მყოფად“. არცერთმა მონაწილემ მდგომარეობა არ შეაფასა, როგორც სტაბილური ან არაკრიტიკული.

გარდა ამისა, ცხრავე გამოკითხულმა ანონიმურად მხარი დაუჭირა სტრატეგიის რადიკალურ ცვლილებას. განსაკუთრებით მწვავედ შეფასდა კომპანიის პოლიტიკა ჩინეთსა და ჩრდილოეთ ამერიკაში.

ევროპის უმსხვილესი ავტომწარმოებლისთვის ასეთი მკაცრი შიდა ანალიზი სერიოზულ სიგნალად მიიჩნევა, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ კონცერნის ბრენდებმა სულ ახლახან სუსტი კვარტალური შედეგები აჩვენეს, ასკვნის გამოცემა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი