
დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართება
იმედი|imedinews.ge
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 134-ე სამუშაო შეხვედრა გაიმართება. მონაწილეები წინა შეხვედრიდან დღემდე გამყოფ ხაზთან მომხდარ ინციდენტებს განიხილავენ, მათ შორის უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებს.
ქართული მხარე კვლავ მოითხოვს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უპირობო გათავისუფლებას.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge