მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო

იმედი|imedinews.ge

2026 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაციის გავლა სტუდენტებს ელექტრონულად ცენტრის ვებგვერდზე - online.naec.ge - 8 ივნისის 18:00 საათამდე შეუძლიათ. სავალდებულოა, კონკურსში მონაწილემ 5 ივნისის 18:00 საათამდე გადაიხადოს საგრანტო კონკურსში მონაწილეობის საფასური (10 ლარი) და 8 ივნისის 18:00 საათამდე დაასრულოს რეგისტრაცია. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

„საფასურის გადახდა ხორციელდება „საქართველოს ბანკის“ პლატფორმების მეშვეობით, კერძოდ, ონლაინ გადახდის სისტემით (bogpay.ge), ინტერნეტ ბანკით (ibank.ge), მობილური აპლიკაციით (mBank) და თვითმომსახურების ტერმინალებით. სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ფარგლებში ბაკალავრიატის სტუდენტებს სახელმწიფო გრანტის მოპოვების ან გაუმჯობესების შესაძლებლობა ეძლევათ.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ 2025 წლის 17 დეკემბრამდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტებს, რომლებმაც ვერ მოიპოვეს სრული ან ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტი. თუ სტუდენტმა კონკურსის შედეგად ვერ გაიუმჯობესა დაფინანსება, მას უნარჩუნდება მანამდე მოპოვებული გრანტი და სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირება მომავალშიც შეუძლია.

გამოსაცდელებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, რეგისტრაციის დროს უნდა მონიშნონ გრაფა - „სპეციალური პირობები“ და 8 ივნისის 18:00 საათამდე უნდა წარადგინონ შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა № IV-100/ა) შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (თბილისი, ე. მინდელის №9), ხოლო რეგიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს სტუდენტებს, ყურადღებით გაეცნონ კონკურსში მონაწილეობის აუცილებელ პირობებს და რეგისტრაცია დადგენილ ვადებში დაასრულონ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი