მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დიდ დიღომში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოეწყო
დიდ დიღომში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოეწყო

დიდ დიღომში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოეწყო

იმედი|imedinews.ge

თბილისის მერმა კახა კალაძემ დიდი დიღმის III მიკრორაიონში, N30 კორპუსის მიმდებარედ ახლად მოწყობილი რეკრეაციული სივრცე დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე განთავსდა სამი განსხვავებული ზომისა და დანიშნულების დასასვენებელი პავილიონი და შეიქმნა ძაღლებისთვის განკუთვნილი კინოლოგიური სივრცე. ასევე მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, კალათბურთის მოედანი, სავარჯიშო და საბავშვო ზონები.

„დიდ დიღომში, მესამე მიკრორაიონში კიდევ ერთი ძალიან კარგი პროექტი დავასრულეთ. ერთ ჰექტარ ტერიტორიაზე მოეწყო ძალიან კარგი პარკი. დაირგო ხე-მცენარეები, დამონტაჟდა ბავშვებისთვის შესაბამისი ატრაქციონები, მოსასვენებელი პავილიონები, განათებისა და სარწყავი სისტემები. ცალკე გამოიყო დამოუკიდებელი სივრცე ძაღლებისთვის, რათა პარკში მყოფ მოქალაქეებს არ შეექმნათ დისკომფორტი. ძალიან სასიამოვნო გარენო შეიქმნა. ირგვლივ ბევრი საცხოვრებელი კორპუსია და, პირველ რიგში, აქ მცხოვრებ ადამიანებს ექნებათ სივრცე, სადაც შეძლებენ დასვენებას, განტვირთვას, ვარჯიშს. ჩვენ მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას განვაგრძობთ, რადგან მწვანე სივრცეები, რეკრეაციული არეალები ჩვენს ქალაქს ძალიან უხდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სამუშაოების ფარგლებში ტერიტორია აღიჭურვა თანამედროვე საპარკო ავეჯით, განსაკუთრებული ყურადღება კი დაეთმო გამწვანების სამუშაოებს - დაირგო 2 751 ნერგი, ასევე, 5 316 კვ.მ ფართობზე დაიგო ბალახი. პროექტის სრული ღირებულება 2 000 000 ლარს შეადგენს.

დასრულებულ სამუშაოებს კახა კალაძესთან ერთად მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი პაატა ტოგონიძე, საბურთალოს გამგებელი გიზო ვასაძე, ასევე საკრებულოს წევრები გაეცნენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საარჩევნო ადმინისტრაციამ ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან მორიგი შეხვედრა გამართა

საარჩევნო ადმინისტრაციამ ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან მორიგი შეხვედრა გამართა

იმედი

სოსო შატბერაშვილი: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, ჩატარდეს რეფერენდუმი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანშეწონილობის შესახებ, დარწმუნებული ვართ, ისლანდიელების მსგავსად, ქართველი ხალხიც უარს განაცხადებს ამ კავშირში ყოფნაზე

დონალდ ტრამპ უმცროსის მტკიცებით,  მემარცხენე აქტივისტები ცდილობენ ტრანსგენდერული და „ვოუქ“ იდეოლოგიის წინააღმდეგ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძოლას შეეწინააღმდეგონ

დონალდ ტრამპ უმცროსის მტკიცებით, მემარცხენე აქტივისტები ცდილობენ ტრანსგენდერული და „ვოუქ“ იდეოლოგიის წინააღმდეგ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძოლას შეეწინააღმდეგონ

იმედი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია სტუდენტების დაფინანსებას განაგრძობს - განაცხადების მიღება 15 სექტემბრამდე გაგრძელდება

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია სტუდენტების დაფინანსებას განაგრძობს - განაცხადების მიღება 15 სექტემბრამდე გაგრძელდება

იმედი