მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დიღმის მასივის მე-3 კვარტალში დასასვენებელი სივრცე მოეწყო
დიღმის მასივის მე-3 კვარტალში დასასვენებელი სივრცე მოეწყო

დიღმის მასივის მე-3 კვარტალში დასასვენებელი სივრცე მოეწყო

იმედი|imedinews.ge

დიდუბის რაიონის გამგეობამ დიღმის მასივის მე-3 კვარტლის N6 ა, ბ, გ და ვ კორპუსების მიმდებარე ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია განახორციელა, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

მისი თქმით, დედაქალაქის მთავრობის მიზანია, გამოიყენოს ყველა შესაბამისი სივრცე იმისთვის, რომ საცხოვრებელ კორპუსებთან კეთილმოწყობილი და მოწესრიგებული დასასვენებლი სივრცეები არსებობდეს.

„პროექტის ფარგლებში განხორციელდა მოძველებული ინფრასტრუქტურის დემონტაჟი, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სპორტული ზონები, ასევე, დამონტაჟდა თანამედროვე გარე განათების სისტემა და საპარკო ინვენტარი, კერძოდ, სკამები და ურნები. გარდა ამისა, ჩატარდა გამწვანების ფართომასშტაბიანი სამუშაოები, მოეწყო ტროტუარი და საპარკინგე სივრცე.მინდა, მადლობა გადავუხადო დიდუბის რაიონის გამგეობას განხორციელებული პროექტისთვის.სადაც შესაძლებელია და სადაც არსებობს ამ ტიპის სივრცეები, თუნდაც პატარა, ყველგან შევდივართ, რომ კონკრეტულ კორპუსებში მცხოვრებ ადამიანებს ჰქონდეთ დასვენების, გართობისა და ვარჯიშის შესაძლებლობა. მსგავსი სივრცეები უნდა იყოს კეთილმოწყობილი და მოწესრიგებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

The Washington Post: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, პუტინი სამხედრო გამარჯვების მისაღწევად ზეწოლას აძლიერებს

The Washington Post: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, პუტინი სამხედრო გამარჯვების მისაღწევად ზეწოლას აძლიერებს

იმედი

„კასპიის ენერგეტიკული კლუბის“ წევრები აჭარის საინვესტიციო პოტენციალს გაეცნენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„კასპიის ენერგეტიკული კლუბის“ წევრები აჭარის საინვესტიციო პოტენციალს გაეცნენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

იმედი

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 ადამიანი დააკავეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 ადამიანი დააკავეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი