
დიმიტრი გვრიტიშვილი: ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დადასტურდა ის ფაქტი, რომ საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემა განიცდის განუწყვეტელ პროგრესს და ეს უკვე მერამდენედ დასტურდება საერთაშორისო ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დადასტურდა ის ფაქტი, რომ საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემა განიცდის განუწყვეტელ პროგრესს და ეს უკვე მერამდენედ დასტურდება საერთაშორისო ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, - განაცხადა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ დიმიტრი გვრიტიშვილმა.
მისივე თქმით, ეს მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდის.
„ეს მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო მიდის სწორი მიმართულებით, სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცებას ვგულისხმობ, რაც იყო ამ კვლევის ძირითადი კრიტერიუმი და რომელი კრიტერიუმის მიხედვითაც საქართველო აღმოჩნდა პოსტსაბჭოთა სივრცეში საუკეთესო ოთხეულში, ხოლო ევროპის იმ სახელმწიფოთა შორის, რომელმაც ბოლო 13 წლის განმავლობაში განიცადეს პროგრესი სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, საქართველო არის საუკეთესო ხუთეულში“, - აღნიშნა დიმიტრი გვრიტიშვილმა.
სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობით საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცის საუკეთესო ოთხეულშია, ისტორიული (13-წლიანი) პროგრესით კი ევროპის სახელმწიფოთა ხუთეულში.
იმედი
წყარო: imedinews.ge