
უკრაინელი ჯარისკაცები ფრონტის ხაზზე არსებულ გაუსაძლის პირობებზე ამახვილებენ ყურადღებას - ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად საკუთარ შარდს ვსვამთ და ველოდებით, როდის მოგვაწვდიან თუნდაც რამეს
უკრაინელი ჯარისკაცები შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს ფრონტიდან უსაფრთხო ევაკუაციას სთხოვენ. საბრძოლო პოზიციებზე რთული ვითარების შესახებ ვიდეომიმართვა 121-ე ბრიგადის მეთაურმა ანატოლი საშჩუკმა გაავრცელა, იუწყება უკრაინული მედია.
მისი თქმით, ჯარისკაცები 12 დღე პოზიციას სასმელი წყლისა და საკვების გარეშე იცავდნენ. მათ ამოეწურათ მედიკამენტებიც, თავშესაფარში გადანაცვლების შემდეგ გაარკვიეს, რომ დრონებით მათი მომარაგება გართულებულია.
სამხედრო მეთაური განმარტავს, რომ მისი დანაყოფი ზაპოროჟიეს მიმართულებით 8 თვეა იბრძვის, რის გამოც ჯარისკაცებს შეპირებული როტაცია სჭირდებათ.
„გვეუბნებოდნენ, რომ მომარაგება და ლოგისტიკა გამართული იყო და ყველაფერს დრონებით გვაწვდიდნენ. ეს ასე არ არის. ახლა იმ თავშესაფარში ვიმყოფებით, რომელიც თავად ვიპოვეთ. საკვებითა და სასმელი წყლით მომარაგება სამიდან შვიდ დღემდე არ გვაქვს. როდესაც სხვა პოზიციაზე ვიმყოფებოდი, ჩემს პირად შემადგენლობას საერთოდ არ მიუღია არც სასმელი წყალი და არც საკვები 12 დღის განმავლობაში. ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად საკუთარ შარდს ვსვამთ და ველოდებით, როდის მოგვაწვდიან თუნდაც რამეს“, - განაცხადა საშჩუკმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge