მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დიმიტრი სამხარაძე: მინდა, ჩემი დეპუტატის მანდატი გამოვიყენო და, თუ ნიკო ხურცილავას სურვილი იქნება, თავდებში დავუდგე, რათა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლონ!
დიმიტრი სამხარაძე: მინდა, ჩემი დეპუტატის მანდატი გამოვიყენო და, თუ ნიკო ხურცილავას სურვილი იქნება, თავდებში დავუდგე, რათა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლონ!

დიმიტრი სამხარაძე: მინდა, ჩემი დეპუტატის მანდატი გამოვიყენო და, თუ ნიკო ხურცილავას სურვილი იქნება, თავდებში დავუდგე, რათა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლონ!

იმედი|imedinews.ge

ნიკო ხურცილავას წერილი წავიკითხე, რომელიც მისმა ადვოკატმა გამოაქვეყნა. პატრიოტი და ნამდვილი ქართველი კაცია! - წერს „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, არსებობს ზღვარი, რომლის გადაბიჯების შემდეგ იწყება ადამიანის მოქმედება და აღნიშნავს იმასაც, რომ ოპონენტების გამუდმებული შეურაცხყოფის ფონზე, არავის ახსოვს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ყოფილიყვნენ ძალადობის ინიციატორი.

„ვიცი, ჩემს ამ პოსტსაც სანაცეთი აიტაცებს და თავიანთი ლაჩრული ინტერპრეტაციებით მის დამახინჯებას შეეცდება, მაგრამ სიმართლეს, როგორც ადრე, ახლაც ვერ ჩაახშობენ და ვერც დაამარცხებენ! იმის თქმა, რომ ადამიანი ძალადობის მომხრეა, აბსურდია. შეუძლებელია, ვინმეზე ძალადობის სურვილი გაგიჩნდეს ყოველგვარი მიზეზისა და გამწარების გარეშე. არსებობს ზღვარი, რომლის გადაბიჯების შემდეგ იწყება პიროვნების, ადამიანის მოქმედება!

ჩემს ოჯახს ნაცების შპინგალეტების მხრიდან ძალიან ბევრი შეურაცხყოფა უნახავს. მათ შორის, პირდაპირ მემუქრებოდნენ ჩემი ოჯახის წევრების ფიზიკური განადგურებით. „არიქა, სამხარაძე გვაგინებს“, „გვემუქრება“, სწორედ მაშინ ასაჯაროებდნენ მსგავს განცხადებებს, როდესაც მათ პროპორციულ პასუხს ვუბრუნებდი. ცდილობდნენ გავეტეხე, შევშინებულიყავი და გუნდისთვის მეღალატა, მაგრამ ასეთ სიამოვნებას ამ აგენტურას არასოდეს ვაღირსებდი. მათგან შემოტეულს ორმაგი ბრძოლით, დაპირისპირებითა და გაუტეხლობით ვპასუხობდი. პასუხს იღებდნენ მაშინაც და მომავალშიც აუცილებლად მიიღებენ! არ არსებობს არც ერთი ფაქტი, რომელიც დაადასტურებს, რომ მე, ან „ქართული ოცნების“ რომელიმე წევრი თუ ამომრჩეველი, პირველი ყოფილიყო ვინმეზე გინების, მუქარის ან, მით უმეტეს, ფიზიკური დაპირისპირების ინიციატორი. ვერც ერთ მსგავს ფაქტს ვერ დამისახელებთ! როდესაც ჩვენი ოჯახის წევრების ლიკვიდაციით გვემუქრებით, შეურაცხყოფას აყენებთ ჩვენს მეფეებს, საზოგადო მოღვაწეებს, ცდილობთ გარყვნილების პროპაგანდის დაკანონებას და ეკლესიას ლანძღავთ, ქართველებისგან შესაბამისი პასუხი არ უნდა გაგიკვირდეთ!!!

მინდა, ჩემი დეპუტატის მანდატი გამოვიყენო და, თუ ნიკო ხურცილავას სურვილი იქნება, თავდებში დავუდგე, რათა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლონ!

აგენტურა და მათი ურჯულო მეპატრონეები ვერ გადააშენებენ ამ ქვეყანას, სანამ არსებობენ ქართული სულისკვეთებისა და ღირსების დამცველი პატრიოტები!

დიდება ჩვენს სამშობლო საქართველოს!“ - წერს სამხარაძე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გემთმმართველი კომპანიის  Columbia Group-ის აღმასრულებელი დირექტორი: ამჟამად ჩვენს გემებზე ათასზე მეტი ქართველი მეზღვაური მუშაობს და განსაკუთრებით გვახარებს, რომ მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელს და პრეზიდენტს სიმეონ ცომოკოსს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელს და პრეზიდენტს სიმეონ ცომოკოსს შეხვდა

იმედი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უნგრეთიდან რუსი დიპლომატების გაძევებაზე: "პასუხი იქნება მკაცრი"

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უნგრეთიდან რუსი დიპლომატების გაძევებაზე: "პასუხი იქნება მკაცრი"

იმედი

რენუარის მუზეუმიდან €9 მილიონის ღირებულების ნახატები მოიპარეს

რენუარის მუზეუმიდან €9 მილიონის ღირებულების ნახატები მოიპარეს

იმედი