მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ახალი ქართული ფერწერის ერთ-ერთი ფუძემდებლის, მოსე თოიძის დაბადებიდან 155-ე წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ახალი ქართული ფერწერის ერთ-ერთი ფუძემდებლის, მოსე თოიძის დაბადებიდან 155-ე წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ახალი ქართული ფერწერის ერთ-ერთი ფუძემდებლის, მოსე თოიძის დაბადებიდან 155-ე წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

იმედი|imedinews.ge

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ახალი ქართული ფერწერის ერთ-ერთი ფუძემდებლის, მოსე თოიძის დაბადებიდან 155-ე წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა.

გამოფენაზე წარმოდგენილია მოსე თოიძის მიერ შექმნილი 70 ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი, რომელიც საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებიდან შეირჩა.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა მხატვრის ნამუშევრების ალბომის პრეზენტაციაც. ალბომი, რომელშიც 300-მდე ნამუშევარი და საარქივო მასალაა თავმოყრილი, კულტურის სამინისტროს და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით გამოიცა. წიგნის ავტორები არიან ხელოვნებათმცოდნე, მოსე თოიძის სახლ-მუზეუმის უფროსი კურატორი ქეთევან ბენდელიანი და ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი სამსონ ლეჟავა.

ეროვნულ გალერეაში გამართულ ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა დაესწრო.

„მოსე თოიძის წვლილი ქართული ხელოვნების, კერძოდ, ქართული მხატვრობის განვითარებაში განუზომელია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელია როგორც დიდი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა, ასევე ალბომების გამოცემის მხარდაჭერა, რათა მათი ღვაწლი დაფასდეს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენს მომავალ თაობებს გადაეცეს”, -განაცხადა გიორგი მირცხულავამ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ზელენსკი: ჩემი შეგრძნებით, პუტინს ტრამპი სჭირდება - მას არ სურს მისი განაწყენება

ზელენსკი: ჩემი შეგრძნებით, პუტინს ტრამპი სჭირდება - მას არ სურს მისი განაწყენება

იმედი

გენერალურ პროკურატურაში კორუფციული სკანდალის ფონზე უკრაინის გენერალურმა პროკურორმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა

გენერალურ პროკურატურაში კორუფციული სკანდალის ფონზე უკრაინის გენერალურმა პროკურორმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა

იმედი

The Washington Post: გერმანელი ნაციონალისტების დიდმა გამარჯვებამ ევროპის წამყვან პოლიტიკოსებში განგაში გამოიწვია

The Washington Post: გერმანელი ნაციონალისტების დიდმა გამარჯვებამ ევროპის წამყვან პოლიტიკოსებში განგაში გამოიწვია

იმედი

თამარ ტალიაშვილი რესპუბლიკელ კონგრესმენ აბრაჰამ ჰამადეს შეხვდა

თამარ ტალიაშვილი რესპუბლიკელ კონგრესმენ აბრაჰამ ჰამადეს შეხვდა

იმედი