
დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს ირანთან დიალოგის განახლებას
იმედი|imedinews.ge
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს ირანთან დიალოგის განახლებას.
აღსანიშნავია, რომ სულ რაღაც ერთი დღით ადრე მან უარყო მსგავსი მოლაპარაკებების არსებობა და, არსებული ცნობებით, თანაშემწეებს ირანელ დიპლომატებთან ყოველგვარი კონტაქტის გაწყვეტაც კი დაავალა.
ჟურნალისტების კითხვაზე, გეგმავს თუ არა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას, ტრამპმა აღნიშნა: „შესაძლოა გარკვეულ ეტაპზე, თუმცა ამჟამად ვითარება იდეალურია. მაგრამ დიახ, შესაძლოა მოგვიანებით“.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge