
აშშ-ის მიერ დაწესებული ახალი სანქციების ფონზე ევროკავშირის ლიდერები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მხარდაჭერას უცხადებენ
ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ანტონიუ კოშტამ, მხარდაჭერა გამოუცხადეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მას შემდეგ, რაც აშშ-ის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ სანქციებს დაუწესებს იმ მაღალჩინოსნებს, რომლებიც ღაზაში ისრაელის მოქმედებებს იძიებენ. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.
„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო უზრუნველყოფს მართლმსაჯულებას მათთვის, ვინც მსოფლიოში ყველაზე მძიმე დანაშაულების მსხვერპლი გახდა“, - ნათქვამია ევროკავშირის ლიდერების ერთობლივ განცხადებაში.
„ამ ფუნდამენტური მისიის შესასრულებლად, სასამართლოს მოსამართლეებსა და მოხელეებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, იმოქმედონ დამოუკიდებლად, ყოველგვარი გარე წნეხის გარეშე“, - აღნიშნეს მათ.
სამშაბათს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი სანქციებს დაუწესებს ICC-ის პრეზიდენტს, ტომოკო აკანესა და წამყვან იურისტს, აბდულაიე სეის, რომელიც ღაზაში ისრაელის სავარაუდო სამხედრო დანაშაულების გამოძიების პროცესს უძღვებოდა.
იმედი
წყარო: imedinews.ge