მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დონალდ ტრამპი ირანთან მოლაპარაკებებში ახალ პირობას აყენებს და თეირანისგან კომპენსაციას მოითხოვს
დონალდ ტრამპი ირანთან მოლაპარაკებებში ახალ პირობას აყენებს და თეირანისგან კომპენსაციას მოითხოვს

დონალდ ტრამპი ირანთან მოლაპარაკებებში ახალ პირობას აყენებს და თეირანისგან კომპენსაციას მოითხოვს

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების პროცესში ახალი პირობა დააყენა და განაცხადა, რომ ახლა ის ირანისგან წარსულში ჩადენილი დანაშაულებებისთვის კომპენსაციას მოითხოვს - მას შემდეგ, რაც თეირანმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნისთვის აშშ-ის მხრიდან კომპენსაციის გადახდა იქნება საჭირო.

„ვხედავ, ირანის ისლამური რესპუბლიკის წარმომადგენლები ბოლო ხუთთვიანი სამხედრო კონფლიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ (რომელიც იმის გამო დაიწყო, რომ მათ ბირთვული იარაღი არ ექნებათ!), მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენს არცერთ მოლაპარაკებასა თუ შეხვედრაზე არასდროს უხსენებიათ!“ - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

„თუმცა, ეს საინტერესო იდეაა“, - განაგრძო მან. „რადგან ახლა მეც ზუსტად ასე მოვითხოვ ირანისგან კომპენსაციას იმ ყველა ადამიანისთვის, რომლებიც მათ თავიანთი ნაღმებითა თუ მრავალი კონფლიქტით მოკლეს და მძიმედ დაჭრეს“.

პრეზიდენტის თქმით, კომპენსაცია ასევე უნდა გადაეცეთ „იმ ასობით ათასი უდანაშაულო მომიტინგის ოჯახებს, რომლებიც ირანმა ბოლო 50 წლის განმავლობაში მოკლა“.

„ჩემს წარმომადგენლებს უკვე მივეცი მითითება, რომ ეს მოთხოვნა უპირობოდ ჩართონ ნებისმიერ და ყველა მომავალ მოლაპარაკებაში“, - დაასკვნა მან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 186 სტატია.

  • ნეთანიაჰუ ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ გეგმას უარყოფს და ჰამასის სრულ განიარაღებას ითხოვსფორმულა
  • ნეთანიაჰუმ უარყო ტრამპის 15-პუნქტიანი გეგმა ღაზასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ საკუთარ ძალებს არ გაიყვანს, სანამ "ჰამასი" ნამდვილად არ განიარაღდებარუსთავი 2
  • ილჰამ ალიევმა დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნაBM.GE
  • ტრამპის თქმით აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები განახლდებატვ პირველი
ტრამპის →ირანის →

მსგავსი სტატიები

მალხაზ თოფურია გია ბარამიძის განცხადებაზე: ეს განცხადება ემსახურება უცხო ჩრდილოეთ ქვეყნის ბედნიერებას. მეტი შეფასება არ არსებობს

მალხაზ თოფურია გია ბარამიძის განცხადებაზე: ეს განცხადება ემსახურება უცხო ჩრდილოეთ ქვეყნის ბედნიერებას. მეტი შეფასება არ არსებობს

იმედი

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია ნოემბერში დასრულდება - როგორი იქნება მასშტაბური პროექტის შედეგები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია ნოემბერში დასრულდება - როგორი იქნება მასშტაბური პროექტის შედეგები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ნარკოდანაშაულთან ბრძოლა და ორი დაკავებული - ამოღებულია სხვადასხვა დასახელების ნივთიერება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ნარკოდანაშაულთან ბრძოლა და ორი დაკავებული - ამოღებულია სხვადასხვა დასახელების ნივთიერება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-სუფსის მარშრუტებით დაინტერესდა - გამოიყენებს თუ არა ასტანა ნავთობის ექსპერტისთვის ამ მიმართულებებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-სუფსის მარშრუტებით დაინტერესდა - გამოიყენებს თუ არა ასტანა ნავთობის ექსპერტისთვის ამ მიმართულებებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი