მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დონალდ ტრამპი ჯორჯია მელონიზე: შემაკავებელი ორდერია საჭირო
დონალდ ტრამპი ჯორჯია მელონიზე: შემაკავებელი ორდერია საჭირო

დონალდ ტრამპი ჯორჯია მელონიზე: შემაკავებელი ორდერია საჭირო

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იტალიის პრემიერ-მინისტრთან ურთიერთობებს მორიგ პოსტს უძღვნის. საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social ტრამპმა გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც მელონი მას ღიმილით უყურებს. ფოტოზეა დატანილი წარწერა: „შემაკავებელი ორდერია საჭირო“.

შემაკავებელი ორდერი არის აღკვეთის ღონისძიება, რომელიც მოძალადეების/მადევრების მიმართ გამოიყენება: სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამრღვევს ევალება, გარკვეულ მანძილზე არ მიუახლოვდეს იმ ადამიანს, რომელიც მისი აკვიატებული ყურადღების ობიექტი გახდა. ამგვარად, აშშ-ის პრეზიდენტმა სარკასტულად გააშარჟა ფოტოზე აღბეჭდილი მელონის სახის გამომეტყველება.

პოსტი ანკარაში ნატოს სამიტის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გამოქვეყნდა, რომელშიც სავარაუდოდ, ორივე ლიდერი მიიღებს მონაწილეობას.

ეს განცხადება კიდევ უფრო აღრმავებს განხეთქილებას აშშ-ის პრეზიდენტსა და იტალიის პრემიერ-მინისტრს შორის, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომ გაცივებაზე მიანიშნებს.

უთანხმოება ჯერ კიდევ 2026 წლის გაზაფხულზე დაიწყო - ახლო აღმოსავლეთისა და ირანის კრიზისების მართვის ირგვლივ არსებული დავების, რომის პაპ ლეო XIV-ის მიმართ ტრამპის კრიტიკისა და ნატოს ფარგლებში ამერიკის ადმინისტრაციის მთელი რიგი მოთხოვნების შესრულებაზე იტალიის უარის ფონზე.

გარდამტეხი მომენტი 19 ივნისს დადგა, როდესაც დონალდ ტრამპმა ინტერვიუში განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულის“ სამიტის კულუარებში მელონი მას „ერთობლივი ფოტოს გადაღებას ეხვეწებოდა“, თავად კი ამაზე მხოლოდ „სიბრალულის გამო“ დათანხმდა.

იტალიის პრემიერმა ამ მტკიცებებს „სრულიად გამოგონილი“ უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „არც მე და არც იტალია არავის არაფერს ვეხვეწებით“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 193 სტატია.

  • ტრამპი: „დიდებული იქნებოდა გაერთიანებული ირლანდიის ხილვა“ - აშშ-ის პრეზიდენტი დუბლინს ეწვიაBM.GE
  • ტრამპი ირლანდიაში ჩავიდაფორმულა
  • ურსულა ფონ დერ ლაიენი ცდილობს ტრამპს წინააღმდეგობა გაუწიოს და გრენლანდიაში 200 მილიონი ევროს ინვესტიციას დებს - Euronewsრუსთავი 2
  • ზელენსკიმ ტრამპის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დეტალებზე ისაუბრატვ პირველი
ტრამპის →

მსგავსი სტატიები

პატრიარქი შიო მესამე ხვალ სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს გადაიხდის

პატრიარქი შიო მესამე ხვალ სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს გადაიხდის

იმედი

შაკო ჩაჩანიძე: „ნაცებმა“, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა - აქაოდა, სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

ტრამპი: ბატონმა ზელენსკიმ ერთი რამ უნდა გააკეთოს, მან უნდა შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის განადგურება - დაე, შეუტიოს სხვა სამიზნეებს, მაგრამ არა დიზელს, რადგან ის დიზელის დეფიციტს იწვევს

ტრამპი: ბატონმა ზელენსკიმ ერთი რამ უნდა გააკეთოს, მან უნდა შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის განადგურება - დაე, შეუტიოს სხვა სამიზნეებს, მაგრამ არა დიზელს, რადგან ის დიზელის დეფიციტს იწვევს

იმედი

მედია: რუსეთის იერიშის დროს მატარებელში „კიევი-ვარშავა“ ბორის ჯონსონი და ევროპელი დიპლომატები იმყოფებოდნენ

მედია: რუსეთის იერიშის დროს მატარებელში „კიევი-ვარშავა“ ბორის ჯონსონი და ევროპელი დიპლომატები იმყოფებოდნენ

იმედი