მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დონალდ ტრამპმა თავდაცვის მდივანთან განხეთქილების შესახებ მედიის მიერ გავრცელებული ცნობა უარყო
დონალდ ტრამპმა თავდაცვის მდივანთან განხეთქილების შესახებ მედიის მიერ გავრცელებული ცნობა უარყო

დონალდ ტრამპმა თავდაცვის მდივანთან განხეთქილების შესახებ მედიის მიერ გავრცელებული ცნობა უარყო

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მასსა და თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეტს შორის განხეთქილების შესახებ გამოცემა The Washington Post-ის მიერ გავრცელებულ ცნობას ყალბი უწოდა და აღნიშნა, რომ ჰეგსეტის მუშაობით ძალიან კმაყოფილია.

ცნობისთვის, The Washington Post-მა დაწერა, რომ შტატების პრეზიდენტი და თავდაცვის მდივანი საბრძოლო მასალის დეფიციტის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მანამდე CNN-მა და Reuters-მა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აშშ-მა მაღალი სიზუსტის შორი მოქმედების რაკეტების მარაგი ფაქტობრივად ამოწურა.

„ყალბი ამბების გამავრცელებელი მედია, როგორც ყოველთვის, ცრუ და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულ ჭორებს ავრცელებს. მე სრულიად კმაყოფილი ვარ იმ საქმით, რომელსაც პიტ ჰეგსეტი აკეთებს. ყველაფერი შესანიშნავად მიმდინარეობს, მათ შორის ვენესუელაში განხორციელებული ჩვენი ოპერაცია, რომლის შედეგიც ერთ დღეზე ნაკლებ დროში მივიღეთ და რომლის წყალობითაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საშიში დამნაშავე, ნიკოლას მადურო მართლმსაჯულების წინაშე წარდგა! ასევე ძალიან წარმატებით ვითარდება მოვლენები ირანთან მიმართებით, სადაც ქვეყანა განადგურდა იმ მიზნით, რომ მას არასოდეს ჰქონდეს ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობა. პიტი სამხედროებში დიდი პატივისცემით სარგებლობს და მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა, მათ შორის, გააუქმა DEI-ის პროგრამები და რეკრუტირების მაჩვენებელი ისტორიულ მაქსიმუმამდე გაზარდა“, - დაწერა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 200 სტატია.

  • ზელენსკი და ტრამპი, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ერთმანეთს შეხვდებიანრუსთავი 2
  • ტრამპი და ზელენსკი ერთმანეთს ნიუ-იორკში შეხვდებიანტვ პირველი
  • ზელენსკი: დონალდ ტრამპს ვესაუბრე, შევთანხმდით ნიუ-იორკში შეხვედრაზეფორმულა
  • აშშ-მა და დანიამ გრენლანდიასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს - დონალდ ტრამპიBM.GE
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

დავით ქართველიშვილი: რუსეთის არჩევნების მთავარი გზავნილი ისაა, რომ მოსკოვი ჩვენი რეალობის ნაწილია, სახელმწიფო პოლიტიკა კი რეალობის სწორ შეფასებაზე უნდა იყოს აგებული

დავით ქართველიშვილი: რუსეთის არჩევნების მთავარი გზავნილი ისაა, რომ მოსკოვი ჩვენი რეალობის ნაწილია, სახელმწიფო პოლიტიკა კი რეალობის სწორ შეფასებაზე უნდა იყოს აგებული

იმედი

საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზებით მედიის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზებით მედიის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იმედი

დავით მათიკაშვილი გერმანიაში ჩატარებულ არჩევნებზე: ეს პოლიტიკა, რომელიც ნიშნავს არ მოსმენას საკუთარი მოსახლეობის, მათი ინტერესების არ გათვალისწინებას და მთლიანად სხვა ღერძზე გადასვლას, რომელიც უცხოეთიდან არაფორმალური ძალების ინტერესების დაცვას გულისხმობს, სწორედ ეს ყველაფერი ერთობლიობაში არის მიზეზი იმისა, რაც დაემართა მოქმედ კანცლერს გერმანიაში

ალის ვაიდელი: ფრიდრიხ მერცი „ქრისტიან-დემოკრატებისთვის“ კანცლერობის არასწორი კანდიდატია და პარტიასაც უფსკრულისკენ მიაქანებს - ის თითქმის 2 წელია რაღაც რეფორმებს გვპირდება, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია