მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დონალდ ტუსკი: ყველაფერი მიუთითებს, რომ პოლონეთში რუსული ფრთოსანი რაკეტა ჩამოვარდა
დონალდ ტუსკი: ყველაფერი მიუთითებს, რომ პოლონეთში რუსული ფრთოსანი რაკეტა ჩამოვარდა

დონალდ ტუსკი: ყველაფერი მიუთითებს, რომ პოლონეთში რუსული ფრთოსანი რაკეტა ჩამოვარდა

იმედი|imedinews.ge

რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მორიგი მასშტაბური თავდასხმის დროს დღეს დილით პოლონეთის აღმოსავლეთ ნაწილში საჰაერო ობიექტი ჩამოვარდა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

პოლონეთის ხელისუფლების ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე დაახლოებით 10-მეტრიანი კრატერი და ნამსხვრევები აღმოაჩინეს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ნატოს საჰაერო სივრცე რუსულმა Kh-101 ტიპის ფრთოსანმა რაკეტამ დაარღვია.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა, რომელიც ხუთშაბათს დილით შემთხვევის ადგილზე ჩავიდა, ეს შეფასება ფაქტობრივად დაადასტურა.

„ჩვენ მზად ვიყავით, რაკეტა ჩამოგვეგდო, თუ ის ფრენას გააგრძელებდა. ყველაფერი მიუთითებს, რომ ეს რუსული Kh-101 ტიპის ფრთოსანი რაკეტა იყო“, - განაცხადა ტუსკმა.

პოლონეთის ოპერატიული სარდლობის ცნობით, ობიექტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში დასავლეთის მიმართულებით მოძრაობდა და 03:40 საათზე დაფიქსირდა. მისი იდენტიფიცირებისა და პოტენციური განადგურებისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებელი აფრინდა, თუმცა ექვსი წუთის შემდეგ ობიექტი რადარებიდან გაქრა და მისი იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.

მოგვიანებით Mi-24-ის ტიპის საბრძოლო ვერტმფრენმა სავარაუდო ჩამოვარდნის ადგილი ლიუბლინის რეგიონში, უკრაინის საზღვართან მდებარე ტარნავა-კოლონიის მახლობლად, დაუსახლებელ ტერიტორიაზე აღმოაჩინა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ძლიერი აფეთქების შესახებ მოსახლეობის შეტყობინების შემდეგ სამართალდამცველებმა უახლოესი შენობებიდან დაახლოებით ორი კილომეტრის დაშორებით, მინდორში კრატერი და ნამსხვრევები იპოვეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსული

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 75 სტატია.

  • რუსული ინვესტიციების 80%-ზე მეტი უძრავ ქონებასა და მშენებლობაში ჩაიდო|TOP-10 კომპანია და სექტორებიBM.GE
  • რუსულმა დრონებმა მოლდოვის საზღვართან უკრაინის სასაზღვრო პუნქტი დაბომბეს - 2 ადამიანი დაიღუპაფორმულა
  • ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის – რუსული მედიანეტგაზეთი
  • გია აბაშიძე: გერმანიაში ერთი სულ უფრო თვალსაჩინო პარადოქსი იკვეთება: რაც უფრო ძლიერდება "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD), მით უფრო მძაფრდება რუსული საფრთხის, ჰიბრიდული ომის, დივერსიებისა და ეროვნული უსაფრთხოების რიტორიკარუსთავი 2
რუსული →

მსგავსი სტატიები

მედია: რუსეთის იერიშის დროს მატარებელში „კიევი-ვარშავა“ ბორის ჯონსონი და ევროპელი დიპლომატები იმყოფებოდნენ

მედია: რუსეთის იერიშის დროს მატარებელში „კიევი-ვარშავა“ ბორის ჯონსონი და ევროპელი დიპლომატები იმყოფებოდნენ

იმედი

The Telegraph: შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერები,  ხვალ დიდი ბრიტანეთიდან გასვლაზე იმსჯელებენ

The Telegraph: შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერები, ხვალ დიდი ბრიტანეთიდან გასვლაზე იმსჯელებენ

იმედი

პოლიციის ბრძოლა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ. თითქმის უწყვეტ რეჟიმში აკავებენ დანაშაულში მხილებულებს და ოპერატიული მუშაობით სამართალდამცველებმა არაერთი საქმე აღკვეთეს

პოლიციის ბრძოლა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ. თითქმის უწყვეტ რეჟიმში აკავებენ დანაშაულში მხილებულებს და ოპერატიული მუშაობით სამართალდამცველებმა არაერთი საქმე აღკვეთეს

იმედი

რომის პაპი: ყველას მოვუწოდებ, ილოცონ, რათა უფალმა დედამიწას მშვიდობის წყალობა მიანიჭოს

რომის პაპი: ყველას მოვუწოდებ, ილოცონ, რათა უფალმა დედამიწას მშვიდობის წყალობა მიანიჭოს

იმედი