მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რუსული ინვესტიციების 80%-ზე მეტი უძრავ ქონებასა და მშენებლობაში ჩაიდო|TOP-10 კომპანია და სექტორები
რუსული ინვესტიციების 80%-ზე მეტი უძრავ ქონებასა და მშენებლობაში ჩაიდო|TOP-10 კომპანია და სექტორები

რუსული ინვესტიციების 80%-ზე მეტი უძრავ ქონებასა და მშენებლობაში ჩაიდო|TOP-10 კომპანია და სექტორები

BM.GE11 სექტემბერი, 2026, 20:50|bm.ge

2026 წლის 6 თვეში, საქართველოში რუსეთიდან 37.2 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა.

BMG-ის მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, რუსული ფულის უდიდესი ნაწილი, 71.8% უძრავი ქონების სფეროში ჩაიდო - კერძოდ, $26.7 მილიონი.

TOP-სექტორების სამეულშია მშენებლობის დარგი 4.8 მილიონი დოლარით და დამმუშავებელი მრეწველობა - $3.5 მილიონით.

დანარჩენ სექტორებში კი, რუსეთიდან განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 1 მილიონ დოლარს არ აღემატება:

• საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი - $907 000; • სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - $777 000; • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - $684 000; • ხელოვნება, გართობა და დასვენება - $411 000; • ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - $300 000; • ტრანსპორტი და დასაწყობება - $289 000; • განათლება - $261 000; • დანარჩენი სექტორები - $1,3 მლნ.

რაც შეეხება საწარმოებს, სადაც საქართველოში, მსხვილი რუსული პირდაპირი ინვესტიციები განხორციელდა, საქსტატის მიხედვით, TOP-10 რუსული ინვესტორი კომპანიაა:

შპს ტომპსონი & ფრენჩი;შპს სამსუნგ ელექტრონიკს კავკასიის კომპანიის წარმომადგენლობითი ოფისი საქართველოში;შპს ეკო რესურს ნატტექ;შპს ლეგერო;შპს დელივერი ტექნოლოჯის საქართველო;შპს ხედი;შპს ალიანსი ფრივილიჯი;შპს გენ;შპს აგროსექტორი;შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმო ხე-ტყის დამამუშავებელი კომბინატი კალევალა.

შენიშვნა: საწარმოები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.

ცნობისთვის: 6 თვეში საქართველოში 750 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც შარშანდელ მაჩვენებელს 21%-ით ჩამორჩება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მარიამ ქვრივიშვილი Tether-ის თავმჯდომარეს, მთავარ აქციონერს ჯანკარლო დევაზინისა და დელეგაციის წევრებს შეხვდა - სამინისტრო

მარიამ ქვრივიშვილი Tether-ის თავმჯდომარეს, მთავარ აქციონერს ჯანკარლო დევაზინისა და დელეგაციის წევრებს შეხვდა - სამინისტრო

BM.GE

Intel-მა ისრაელური კვანტური კომპანია $2.2 მილიარდად შეიძინა

Intel-მა ისრაელური კვანტური კომპანია $2.2 მილიარდად შეიძინა

BM.GE

რუსეთს სასურსათო პროდუქციის ექსპორტის აკრძალვაზე გაცილებით ძლიერი იარაღი აქვს - გაზი|რომან გოცირიძე

რუსეთს სასურსათო პროდუქციის ექსპორტის აკრძალვაზე გაცილებით ძლიერი იარაღი აქვს - გაზი|რომან გოცირიძე

BM.GE

რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას არ ველოდებით - ალექსანდრე ძნელაძე

რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას არ ველოდებით - ალექსანდრე ძნელაძე

BM.GE