მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დონალდ ტუსკი: პოლონურ-უკრაინულ ურთიერთობებს ორმხრივი კეთილი ნება სჭირდება და არა ვარშავის ცალმხრივი ერთგულება
დონალდ ტუსკი: პოლონურ-უკრაინულ ურთიერთობებს ორმხრივი კეთილი ნება სჭირდება და არა ვარშავის ცალმხრივი ერთგულება

დონალდ ტუსკი: პოლონურ-უკრაინულ ურთიერთობებს ორმხრივი კეთილი ნება სჭირდება და არა ვარშავის ცალმხრივი ერთგულება

იმედი|imedinews.ge

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ რომ პოლონურ-უკრაინული ურთიერთობები ორმხრივ კეთილ ნებას საჭიროებს და არა ვარშავის ცალმხრივ ერთგულებას.

„მაქვს სიგნალები, რომ უკრაინულმა მხარემ გააცნობიერა, რომ ღირს წარსულზე გულწრფელი საუბრისთვის გზების ძიება და არ ღირს ამ დაძაბულობის გამწვავება“, – აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრი და დასძინა, რომ დაძაბულობის მიზეზი სწორედ უკრაინული მხარეა.

დონალდ ტუსკმა ნატო-ს სამიტზე მიმავალი პოლონური დელეგაციის წევრებს მოუწოდა, უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ განცხადებების დროს სიფრთხილე გამოიჩინონ.

მისი თქმით, მოლაპარაკებების მსვლელობისას პოლონეთი უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობასთან დაკავშირებით თავის პოზიციას არ შეცვლის. ტუსკი ასევე აღნიშნავს, რომ ვარშავა არ აპირებს დამატებითი ფინანსური ვალდებულებების აღებას.

„დელეგაციას მივმართავ თხოვნით, სიფრთხილე გამოიჩინონ პოლონეთის მხრიდან ფინანსურ მხარდაჭერასთან დაკავშირებით ნებისმიერი განცხადებისას. არა იმიტომ, რომ უკრაინას ფინანსური მხარდაჭერა არ სჭირდება, არამედ მიმაჩნია, რომ პოლონეთს ძალიან დიდი ვალდებულებები აქვს ევროკავშირის მთელი აღმოსავლეთი საზღვრის მიმართ და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს“, – აღნიშნა დონალდ ტუსკმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პასკალ ლოტაზი: ევროპარლამენტი საქართველოს ემუქრება, რომ ნებისმიერი დემოკრატიული გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციას არ უწყობს ხელს, არადემოკრატიულად ჩაითვლება - მოგესალმებით ევროკავშირის სტილის დემოკრატიაში

გიგა ავალიანის დედა: პროკურატურა სამართლიანად იბრძვის ჩემთან ერთად

გიგა ავალიანის დედა: პროკურატურა სამართლიანად იბრძვის ჩემთან ერთად

იმედი

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და უზბეკეთის რესპუბლიკის ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა ლაზიზ კუდრატოვმა ხელი მოაწერეს შეთანხმებებს საბაჟო და საფინანსო სფეროში თანამშრომლობის შესახებ

ნიკოლ ფაშინიანი თეირანში ირანის უზენაესი ლიდერის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო. ვიდეო

ნიკოლ ფაშინიანი თეირანში ირანის უზენაესი ლიდერის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო. ვიდეო

იმედი