მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. DW: ფინეთმა ქვეყანაში ბირთვული იარაღის შეტანასა და განთავსებაზე დაწესებული აკრძალვა გააუქმა
DW: ფინეთმა ქვეყანაში ბირთვული იარაღის შეტანასა და განთავსებაზე დაწესებული აკრძალვა გააუქმა

DW: ფინეთმა ქვეყანაში ბირთვული იარაღის შეტანასა და განთავსებაზე დაწესებული აკრძალვა გააუქმა

იმედი|imedinews.ge

ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა ხელი მოაწერა ცვლილებებს კანონში ატომური ენერგიის შესახებ, რომლის თანახმადაც ქვეყანაში ბირთვული იარაღის შეტანასა და მის განთავსებაზე დაწესებული მრავალწლიანი აკრძალვა უქმდება. ინფორმაციას DW ავრცელებს.

მედიის ცნობით, დოკუმენტი პარლამენტის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნებულია და ძალაში 1 ივლისიდან შევა.

ფინეთის პარლამენტმა აღნიშნული კანონი 125 ხმით 17 მარტს მიიღო. ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ანტი ჰაიაკიანენმა აღნიშნულ რეფორმას „ისტორიული“ უწოდა და განაცხადა, რომ ის ფინეთისა და ნატოს უსაფრთხოებას გააძლიერებს.

სტუბის განცხადებით, ფინეთი საკუთარ ტერიტორიაზე მშვიდობიან დროს ბირთვული იარაღის განთავსებას არ გეგმავს. „საუბარია ბირთვულ შეკავებაზე, შემაკავებელ ფაქტორზე, რომელიც იმის გარანტია იქნება, რომ მისი [ბირთვული იარაღის] გამოყენება არასდროს მოხდება“, - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი