მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ძლიერმა სეტყვამ და ქარმა დედოფლისწყაროსა და ახმეტის მუნიციპალიტეტები დააზარალა
ძლიერმა სეტყვამ და ქარმა დედოფლისწყაროსა და ახმეტის მუნიციპალიტეტები დააზარალა

ძლიერმა სეტყვამ და ქარმა დედოფლისწყაროსა და ახმეტის მუნიციპალიტეტები დააზარალა

იმედი|imedinews.ge

სტიქია დედოფლისწყაროში - ძლიერმა სეტყვამ და ქარმა მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა. განსაკუთრებულად რთული ვითარება იყო სოფელ გამარჯვებაში, დაზიანდა სახლების სახურავები, ელექტროგადამცემი ხაზები, მოგლეჯილია მრავალწლოვანი კაკლის ხეები და ნაძვები.

„მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში იყო ძლიერი წვიმა, მაგრამ განსაკუთრებით ზარალი მიადგა სოფელ გამარჯვებას, სადაც სტიქიამ წააქცია ხეები, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზების ნაწილი. გზები ჩაკეტილი იყო, მაგრამ რეაგირება ოპერატიულად მოხდა, როგორც მუნიციპალური სამსახურების, ასევე სახანძრო-სამაშველო და ყველა იმ სამსახურის მხრიდან, რომელსაც ეხებოდა, სხვადასხვა მიმართულება“, - განაცხადა დედოფლისწყაროს მერმა, ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ახმეტის მუნიციპალიტეტშიც. უხვი ნალექის შედეგად სანიაღვრე არხებმა წყლის დიდი ნაკადი ვერ გაატარა, რის გამოც სოფელ მატანში რამდენიმე საცხოვრებელი სახლის ეზო, სარდაფი და პირველი სართული დაიტბორა. სტიქიის შემსწავლელი კომისია, საჭიროების შემთხვევაში, მიყენებულ ზარალს აღწერს.

„ძლიერი წვიმის გამო სანიაღვრე არხებმა მოვარდნილი წყლის დიდი ნაკადი ვერ გაატარა და რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაიტბორა. სასოფლო-სამეურნეო სავარგულების კუთხით ზარალი არ გვაქვს“, - განაცხადა სოფელ მატნის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი მამუჩარაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

გურამ დავითაშვილი: გაძლიერდა დეპარტამენტის შესაძლებლობები, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, გაუმჯობესდა სხვადასხვა უწყებებს შორის კოორდინაცია, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად აღვასრულოთ მიგრაციის კანონმდებლობა

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

იმედი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი