მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ძვირადღირებული მედიკამენტი „ჯაკავი“ ყველა ონკოჰემატოლოგიური და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდგომ განვითარებული მძიმე გართულების მქონე პაციენტისთვის ხელმისაწვდომია
ძვირადღირებული მედიკამენტი „ჯაკავი“ ყველა ონკოჰემატოლოგიური და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდგომ განვითარებული მძიმე გართულების მქონე პაციენტისთვის ხელმისაწვდომია

ძვირადღირებული მედიკამენტი „ჯაკავი“ ყველა ონკოჰემატოლოგიური და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდგომ განვითარებული მძიმე გართულების მქონე პაციენტისთვის ხელმისაწვდომია

იმედი|imedinews.ge

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა გაფართოვდა - ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდგომ განვითარებული მძიმე გართულების, GVHD რეაქციის, სამკურნალოდ სახელმწიფო ძვირადღირებულ მედიკამენტ „ჯაკავს“ დააფინანსებს.

საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ოპერაცია უფინანსდებათ როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. თუმცა, გადანერგვის შემდეგ, პაციენტთა ნაწილს უვითარდება რეაქცია GVHD - „ტრანსპლანტატი მასპინძლის წინააღმდეგ“.

„ეს არის მდგომარეობა, როდესაც გადანერგილი დონორის უჯრედები პაციენტის ორგანიზმს ებრძვიან. ასეთ შემთხვევებში სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს თანამედროვე და მაღალტექნოლოგიურ მედიკამენტურ მკურნალობას.

საერთაშორისო კლინიკური რეკომენდაციების მიხედვით, აღნიშნული გართულების მართვის ერთ-ერთ საუკეთესო სამკურნალო საშუალებად აღიარებულია მედიკამენტი „ჯაკავი“ („რუქსოლიტინიბი“), რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პაციენტებისთვის, რომელთა დაავადება სტანდარტულ ჰორმონალურ თერაპიას აღარ ექვემდებარება. შედეგად, სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პრეპარატი „ჯაკავი“ GVHD რეაქციის მქონე ყველა პაციენტს სრულად დაუფინანსდეს.

მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ სახელმწიფოს მიერ შესყიდული მედიკამენტი „ჯაკავი“ უკვე ხელმისაწვდომია ყველა ონკოჰემატოლოგიური დიაგნოზის მქონე ბენეფიციარისთვის, მათ შორის, 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. აღნიშნული ცვლილებები კიდევ უფრო გაზრდის მაღალი ხარისხის მკურნალობაზე ხელმისაწვდომობას და პაციენტთა ოჯახების ფინანსურ ტვირთს საგრძნობლად შეამსუბუქებს“, - აცხადებენ სამინისტროში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მოქალაქეები გერმანიაში ხედავენ, რომ პრობლემები იზრდება და ჩვენ შეგვიძლია შემოვიტანოთ დამატებითი წესრიგი, შევიმუშაოთ სტრუქტურები, მოქალაქეებს იმედი აქვთ, რომ AfD საუკეთესო პარტიაა