მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ECPGR-ის მმართველი საბჭოს წევრები ჯიღაურას ბაზაზე იმყოფებოდნენ
ECPGR-ის მმართველი საბჭოს წევრები ჯიღაურას ბაზაზე იმყოფებოდნენ

ECPGR-ის მმართველი საბჭოს წევრები ჯიღაურას ბაზაზე იმყოფებოდნენ

იმედი|imedinews.ge

ევროპის მცენარეთა გენეტიკური რესურსების თანამშრომლობის პროგრამის (ECPGR) მმართველი საბჭოს მე-18 შეხვედრის ფარგლებში, დელეგაციის წევრები სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზას ეწვივნენ.

ევროპის 34 ქვეყნის ეროვნული კოორდინატორი, გენბანკების, სამეცნიერო და კვლევითი ინსტიტუტების, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ჯიღაურას ბაზაზე დაცულ მცენარეთა გენეტიკურ რესურსებს გაეცნენ, დაათვალიერეს ქართული ვაზისა და ხეხილის უნიკალური საკოლექციო ნარგაობები და მიიღეს ინფორმაცია ადგილობრივი კულტურული ჯიშების და ველური ფორმების მოძიების, აღდგენის, დაცვის, კვლევისა და კონსერვაციის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შესახებ.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა დაათვალიერეს ვაზისა და ღვინის სამუზეუმო სივრცე, დააგემოვნეს ჯიღაურას ბაზაზე დაცული იშვიათი და ნაკლებად გავრცელებული ქართული ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები, გაეცნენ ქართული მევენახეობა-მეღვინეობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებსა და ქვეყნის მდიდარ გენეტიკურ მემკვიდრეობას.

„საქართველო, მცენარეთა გენეტიკური რესურსების თვალსაზრისით, ევროპისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა. ჯიღაურას ბაზაზე დაცული კოლექციები ნათლად წარმოაჩენს იმ მდიდარ გენეტიკურ მრავალფეროვნებას, რომელსაც საქართველო ფლობს. მოხარულები ვართ, რომ შესაძლებლობა მოგვეცა, ახლოდან გავცნობოდით ამ უნიკალურ მემკვიდრეობას“, – აღნიშნა ECPGR-ის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, იენს ვეიბულმა.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის, ლევან უჯმაჯურიძის განცხადებით, მსგავსი საერთაშორისო შეხვედრები საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, გააღრმაოს თანამშრომლობა ევროპულ სამეცნიერო და კვლევით ინსტიტუტებთან, გაიზიაროს თანამედროვე გამოცდილება და საერთაშორისო საზოგადოებას გააცნოს ქვეყნის უნიკალური აგრობიომრავალფეროვნება.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ეროვნული გენეტიკური ბანკის შექმნის მიმართულებით, რაც მცენარეთა გენეტიკური რესურსების გრძელვადიან დაცვას შეუწყობს ხელს“, – აღნიშნა ლევან უჯმაჯურიძემ.

ECPGR-ის მმართველი საბჭოს მე-18 შეხვედრას საქართველო 1-4 ივნისს მასპინძლობდა. შეხვედრების ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს მცენარეთა გენეტიკური რესურსების კონსერვაციის, მდგრადი გამოყენებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები, ასევე, პროგრამის სამომავლო პრიორიტეტები და განვითარების მიმართულებები.

საქართველო ECPGR-ის წევრია 2019 წლიდან და აქტიურად მონაწილეობს პროგრამის ფარგლებში მიმდინარე საერთაშორისო ინიციატივებში. ECPGR მცენარეთა გენეტიკური რესურსების სფეროში ევროპული თანამშრომლობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პლატფორმას წარმოადგენს.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის მესამე საფესტივალო დღე დავით ხრიკულის კონცერტს დაეთმო

თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის მესამე საფესტივალო დღე დავით ხრიკულის კონცერტს დაეთმო

იმედი

ახალციხე „გემო ფესტისთვის“ ემზადება

ახალციხე „გემო ფესტისთვის“ ემზადება

იმედი

უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეები გაცვალეს

უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეები გაცვალეს

იმედი

ოპოზიციაში დაპირსპირება გრძელდება - სააკაშვილი და გვარამია პოსტებს აქვეყნებენ

ოპოზიციაში დაპირსპირება გრძელდება - სააკაშვილი და გვარამია პოსტებს აქვეყნებენ

იმედი