მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ეკა სეფაშვილი: ჯო უილსონის რეზოლუციაში მეორდება იგივე ტექსტი, რაც ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებშია, ეს კი მიუთითებს, რომ ეს პროცესები ერთი ცენტრიდან კოორდინირდება
ეკა სეფაშვილი: ჯო უილსონის რეზოლუციაში მეორდება იგივე ტექსტი, რაც ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებშია, ეს კი მიუთითებს, რომ ეს პროცესები ერთი ცენტრიდან კოორდინირდება

ეკა სეფაშვილი: ჯო უილსონის რეზოლუციაში მეორდება იგივე ტექსტი, რაც ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებშია, ეს კი მიუთითებს, რომ ეს პროცესები ერთი ცენტრიდან კოორდინირდება

იმედი|imedinews.ge

პარტია „ხალხის ძალის” საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი აცხადებს, რომ ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი არასერიოზული პოლიტიკური ფიგურაა და სწორედ ასეთი რეპუტაციის მქონე პოლიტიკოსებს ავალებენ არასამრთლიანი რეზოლუციების წარდგენასა და ლობირებას.

სეფაშვილის თქმით, ჯო უილსონის მიერ ინიცირებული დოკუმენტის შინაარსი თითქმის იდენტურია ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) რეზოლუციებისა, რაც პროცესების კოორდინირებულ ხასიათზე მიუთითებს.

„ჯო უილსონის პიროვნების არასერიოზულობას მინდა გავუსვა ხაზი - ეს ყველამ იცის და ამ საკითხზე ყველა თანხმდება. როდესაც მარტში აშშ-ში ვიზიტით ვიყავით, მისმა კოლეგებმა თავად აღნიშნეს, რომ უილსონის აზრებსა და გამონათქვამებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა როგორც ვხედავთ, დღის წესრიგის შექმნისთვის კარგი შემსრულებელია და სწორედ ამიტომ დგამს ასეთ არასერიოზულ ნაბიჯებს.

მაგალითად, მან ძალიან ხმამაღლა განაცხადა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მომავალი სესია ჩარლსტონში უნდა ჩატარებულიყო. ამისთვის უკვე მომზადებული ჰქონდა სხვადასხვა სუვენირიც კი და ამ გადაწყვეტილებას არეკლამებდა, მაშინ, როდესაც გენერალურ ასამბლეას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ შემდეგი სესია ბელგრადში გაიმართებოდა. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რაოდენ არასერიოზული ადამიანია ჯო ვილსონი.

კიდევ ერთ გარემოებას აღვნიშნავ - სწორედ ასეთი არასერიოზული რეპუტაციის მქონე ადამიანებს ავალებენ მსგავსი არაპროფესიონალური რეზოლუციების წარდგენასა და ლობირებას, რადგან თავმოყვარე და პროფესიონალი პოლიტიკოსი მსგავსი რეზოლუციის შექმნას არ დათანხმდება.

თუ ამ რეზოლუციას გადავხედავთ, თავიდან ბოლომდე იგივე ტექსტია, რომელიც ასახულია ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებში. თითქმის ყველა დოკუმენტში ერთი და იგივე ტექსტი მეორდება, რაც მიუთითებს, რომ ეს პროცესები ერთი ცენტრიდან კოორდინირდება,“– განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მიხაილო ფედოროვი Reuters-თან ინტერვიუში: მიმაჩნია, რომ ახლა გარდამტეხი მომენტია, რომელიც ჩვენს მომავალ გზას განსაზღვრავს, თუმცა ისე ჩანს, თითქოს ეტაპობრივად, ნელ-ნელა ვმარცხდებით

მიხაილო ფედოროვი Reuters-თან ინტერვიუში: მიმაჩნია, რომ ახლა გარდამტეხი მომენტია, რომელიც ჩვენს მომავალ გზას განსაზღვრავს, თუმცა ისე ჩანს, თითქოს ეტაპობრივად, ნელ-ნელა ვმარცხდებით

იმედი

დავით ქართველიშვილი: ვნუკოვოში სტრატეგიული C-17-ის გამოჩენა მეტყველებს, რომ მხარეები იმყოფებიან აქტიური არაოფიციალური მოქმედებების ფაზაში

დავით ქართველიშვილი: ვნუკოვოში სტრატეგიული C-17-ის გამოჩენა მეტყველებს, რომ მხარეები იმყოფებიან აქტიური არაოფიციალური მოქმედებების ფაზაში

იმედი

თორნიკე ფაღავა: თამარ ჩერგოლეიშვილის მსგავსი პოლიტიკოსების მხრიდან არაფერი არ უნდა გაგვიკვირდეს და გვეწყინოს. მილიონობით დოლარი დახარჯა ფონდმა „ქართუმ“ იმისთვის, რომ ფილტვის ცენტრის ულტრათანამედროვე კლინიკა შეექმნა აბასთუმანში

Euronews: „ევროპის სახალხო პარტიამ“ და ლიბერალურმა ჯგუფმა Renew Europe-მა ევროკომისიას მოუწოდეს, განიხილოს რუმინეთისთვის განკუთვნილი 770 მილიონი ევროს ოდენობის ევროკავშირის სახსრების გაყინვა

Euronews: „ევროპის სახალხო პარტიამ“ და ლიბერალურმა ჯგუფმა Renew Europe-მა ევროკომისიას მოუწოდეს, განიხილოს რუმინეთისთვის განკუთვნილი 770 მილიონი ევროს ოდენობის ევროკავშირის სახსრების გაყინვა

იმედი