მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ეკა სეფაშვილი: საქართველოს მიმართ საერთაშორისო დონეზე კოორდინირებული შეტევები არ არის მხოლოდ ერთი კაცის, ამ შემთხვევაში, სტარმერის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული. ეს გაცილებით უფრო ძლიერი და მის უკან მდგარი ძალების კოორდინირებით განხორციელებული ქმედებებია
ეკა სეფაშვილი: საქართველოს მიმართ საერთაშორისო დონეზე კოორდინირებული შეტევები არ არის მხოლოდ ერთი კაცის, ამ შემთხვევაში, სტარმერის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული. ეს გაცილებით უფრო ძლიერი და მის უკან მდგარი ძალების კოორდინირებით განხორციელებული ქმედებებია

იმედი|imedinews.ge

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის თანამდებობიდან გადადგომაზე გააკეთა კომენტარი „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო ზეწოლის შენელების მოლოდინი, პირადად მას არ აქვს.

ამ განცხადების არგუმენტად ეკა სეფაშვილმა ის გარემოება დაასახელა, რომ წლების განმავლობაში საქართველოს წინააღმდეგ ცილისმწამებლური განცხადებების უკან მხოლოდ ერთი კაცი არ იდგა და ზეწოლა გლობალური ძალების მხრიდან ფორსირებულად ხორციელდებოდა.

„ნაკლები მოლოდინი მაქვს იმის, რომ ცვლილებები განხორციელდება, იმიტომ, რომ საქართველოს მიმართ განხორციელებული ქმედებები - ცილისწამებები, საერთაშორისო ზეწოლა და საერთაშორისო დონეზე კოორდინირებული შეტევები, არ არის მხოლოდ ერთი კაცის, ამ შემთხვევაში, სტარმერის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული. ეს გაცილებით უფრო ძლიერი და მის უკან მდგარი ძალების კოორდინირებით განხორციელებული ქმედებებია. შესაბამისად, მათ მიერ საქართველოზე განხორციელებული ზეწოლის შენელების მოლოდინები არ უნდა გვქონდეს.

საქართველო დღემდე წარმატებით უძლებს ამ ზეწოლას - ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ, ფაქტობრივად ბეწვის ხიდზე ვიარეთ და საქართველოს ჩათრევა ომში ვერ მოხდა, რაც ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზაა. ეს გვაფიქრებინებს, რომ ეს გლობალური ძალები შეცვლიან პოლიტიკას და საქართველოს წინააღმდეგ უფრო „დახვეწილ“ ფარულ მოქმედებებზე გადავლენ, რადგან ზეწოლის აშკარა მეთოდები არ ჭრის.

ასე რომ, მე არ ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრის შეცვლა დიდ ბრიტანეთში საქართველოს მიმართ რაიმე ცვლილებების მომასწავებელია, იმიტომ, რომ საქართველოს ომში ჩათრევის საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს. ეს არ არის გამოგონილი საფრთხე და გარკვეული პოლიტიკური ძალების მიერ მოგონილი გამოწვევა, რასაც დღემდე წარმატებით უმკლავდება ქართველი ხალხი.

მეტსაც გეტყვით, ქვეყნის შიგნით მოქმედი რადიკალური ძალები, რომლებიც თავს ოპოზიციას უწოდებენ, ძალიან ხშირად აპელირებენ იმაზე, რომ ომის საფრთხე არის მოგონილი და დაუჯერებელია დასავლეთი საქართველოს ომში ითრევდეს. რადიკალებმა თუნდაც ერთი წამით რომ დაუშვან და აღიარონ, რომ საქართველოს ითრევდნენ ომში, მაშინ მთელი თავიანთი ბრძოლა, მთელი გზავნილები, ნარატივი და პოლიტიკური მესიჯები ხუხულასავით ჩამოენგრევათ და არგუმენტის სახით არაფერი დარჩებათ“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არალეგალური მიგრაციის აღსაკვეთად, სახელმწიფო ფიქციურ ქორწინებებსა და სასწავლო ვიზების არამიზნობრივ გამოყენებას სისხლის სამართლებრივ კონტროლს უწესებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

არალეგალური მიგრაციის აღსაკვეთად, სახელმწიფო ფიქციურ ქორწინებებსა და სასწავლო ვიზების არამიზნობრივ გამოყენებას სისხლის სამართლებრივ კონტროლს უწესებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 2024 წლის ნოემბრის მონაცემებით - სტატისტიკას საქსტატი აქვეყნებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 2024 წლის ნოემბრის მონაცემებით - სტატისტიკას საქსტატი აქვეყნებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტომ კიდევ რამდენიმე საჯარო გზავნილი გამოავლინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტომ კიდევ რამდენიმე საჯარო გზავნილი გამოავლინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

„ჯარის ბანაკი - დაუვიწყარი თავგადასავლებისთვის“ - განახლებული პროექტი ოფიციალურად გაიხსნა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„ჯარის ბანაკი - დაუვიწყარი თავგადასავლებისთვის“ - განახლებული პროექტი ოფიციალურად გაიხსნა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი