მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის რეგიონულ მრჩეველს შეხვდა
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის რეგიონულ მრჩეველს შეხვდა

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის რეგიონულ მრჩეველს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) რეგიონულ მრჩეველს, ოლეგ ძიუბინსკის შეხვდა. მხარეებმა მიმდინარე ენერგეტიკული პროექტები, საქართველოს გამოწვევები სექტორში და ქვეყანაში განახლებადი ენერგიის ათვისების შესაძლებლობები განიხილეს.

მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე პერსპექტიული პროექტების - მათ შორის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელისა და მწვანე ენერგეტიკული დერეფნის მიმდინარეობისა და მნიშვნელობის შესახებ.

როგორც ინგა ფხალაძემ აღნიშნა, ენერგეტიკულ პროექტებში სამართლიანი ტრანზიციის პრინციპების ინტეგრაცია მნიშვნელოვანია და სახელმწიფო უკვე მუშაობს ამ მიმართულებით შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავებისთვის.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და UNECE – ს თანაორგანიზებით, 28 მაისს გაიმართება შეხვედრა სახელწოდებით - „სამართლიანი ტრანზიცია ყველასთვის: საქართველოს სამართლიანი ტრანზიციის გზამკვლევის შემუშავება მდგრადი და ნახშირბად-ნეიტრალური სისტემისთვის.“ შეხვედრის ფარგლებში სახელმწიფო უწყებებს, კომპანიებსა და სხვადასხვა ჩართულ ორგანიზაციებს წარედგინებათ UNECE-ს მიერ შემუშავებული კვლევა, რომელიც აერთიანებს ენერგეტიკის სექტორში სამართლიანი ტრანზიციის საჭიროებებს, შესაძლებლობებსა და რეკომენდაციებს.

საქართველო 1993 წლიდან UNECE-ს წევრია. ენერგეტიკის განვითარების მიმართულებით ქვეყანა კომისიასთან აქტიურად თანამშრომლობს ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის წახალისების კუთხით და ჩართულია სხვადასხვა რეგიონულ ინიციატივებსა და საერთაშორისო პროექტებში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 202 სტატია.

  • დამატებითი პოლიტიკური რგოლის შექმნა რეგიონებს ვერ გააძლიერებს - დავით მელუა რეგიონული პოლიტიკის მინისტრის აპარატზეBM.GE
  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, მას მდინარაძე დაიკავებსფორმულა
  • ამაღლობელის საქმე საჯაროდ და კერძო საუბრებში წამოვჭერით – ბრიტანელი მინისტრინეტგაზეთი
მინისტრი →ევროპის →

მსგავსი სტატიები

ნევროლოგი სოფიო ბახტაძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის წამლის შესყიდვაზე: ეს წამალი მნიშვნელოვნად გადაავადებს ამ ბავშვების მოტორულ უნარ შეზღუდვას, მათ მიჯაჭვულობას ეტლთან

ნევროლოგი სოფიო ბახტაძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის წამლის შესყიდვაზე: ეს წამალი მნიშვნელოვნად გადაავადებს ამ ბავშვების მოტორულ უნარ შეზღუდვას, მათ მიჯაჭვულობას ეტლთან

იმედი

დავით ქართველიშვილი: ჩატარდა „ნაცმოძრაობის“ ცვილის ფიგურების ავატართა პირველი ყრილობა, სადაც მიღებული იქნა არაერთი ვირტუალური გადაწყვეტილება - მათ შორის საქართველოში ავატარული არჩევნების ჩატარების თაობაზე. მანამდე ვირტუალურ ხელისუფლებას სათავეში ჩაუდგება დროებითი ავატარული მინისტრთა კაბინეტი, რომლის ჩამოყალიბება მოხდება ექსტრასენსორული გზით ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით

თემურ მიქელაძე მედიკამენტ „ჯივინოსტატზე“: მისასალმებელია და აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიქნებით, ვინც ამ პრეპარატს გამოიყენებს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მკურნალობაში

„იტალფარმაკო“ ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი: გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობდით, რათა გვეპოვა გზა, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის საქართველოში „ჯივინოსტატის“ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა სამინისტროს ერთგულებამ და მტკიცე სურვილმა, რომ „ჯივინოსტატი“ საქართველოს პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს. როდესაც პაციენტი, სახელმწიფო და ინდუსტრია ერთიანდებიან შეუძლებელი არაფერია