მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, ისრაელის ახლადდანიშნულ ელჩთან, ვალიდ აბუ ჰაიასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, ისრაელის ახლადდანიშნულ ელჩთან, ვალიდ აბუ ჰაიასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, ისრაელის ახლადდანიშნულ ელჩთან, ვალიდ აბუ ჰაიასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ვალიდ აბუ ჰაიასთან.

შეხვედრაზე ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზე და აღინიშნა, რომ საქართველო-ისრაელის სავაჭრო ბრუნვა მიმდინარე წელს მაღალი, 33%-იანი ზრდით ხასიათდება.

მარიამ ქვრივიშვილმა ელჩთან ისრაელ-საქართველოს შორის ტურიზმის მიმდინარე ტენდენციები და საჰაერო მიმოსვლის შემდგომი გაფართოების პერსპექტივები განიხილა. ხაზი გაესვა, რომ საქართველო ისრაელისთვის რიგით მესამე ტურისტულ მიმართულებას წარმოადგენს, რასაც ხელს უწყობს პირდაპირი ფრენები.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროებში თანამშრომლობას.

ეკონომიკის მინისტრმა ახლადდანიშნულ ელჩს წარმატებული საქმიანობა უსურვა.

შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე დაესწრო.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 219 სტატია.

  • შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, "იმედზე" ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების "ექსპერტმა" სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა - აქაოდა სიტყვა "მაქსიმალური" ბევრჯერ თქვაორუსთავი 2
  • „ჩვენი ფორმებიც აკმაყოფილებს მსოფლიოში აპრობირებულ ყველა სტანდარტს“ - მინისტრის მოადგილეBM.GE
  • ესტონეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინისთვის ჭურვების შესყიდვის სკანდალის გამო გადადგაფორმულა
  • სასამართლოში ავალიანის საქმეზე, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილის პროცესი მიმდინარეობსტვ პირველი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

იმედი