მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კანონპროექტები მეორე მოსმენით განიხილა
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კანონპროექტები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კანონპროექტები მეორე მოსმენით განიხილა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტები მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილეს, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტზე და მისგან გამომდინარე ცვლილებათა პაკეტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კანონპროექტის პირველი მოსმენის შემდეგ, წარმოდგენილ რედაქციაში ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის და პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის მიერ გამოთქმული შენიშვნები სრულად აისახა.

„მისივე თქმით, ცვლილებების შედეგად კოდექსში რიგი პუნქტები გაუქმდა, ასევე პროექტს ახალი ჩანაწერები დაემატა, რომლითაც არსებული პუნქტები დაზუსტდა.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, საჰაერო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ პროექტი კეიპტაუნის კონვენციასთან საქართველოს მიერთებით არის განპირობებული.

თამარ იოსელიანმა კომიტეტს „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მუხლობრივად გააცნო და განაცხადა, რომ პირველი მოსმენის შემდეგ ტექსტის რედაქცია კომიტეტს უცვლელად, შესწორებების გარეშე წარედგინა.

კომიტეტის სხდომაზე, მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები მეორე მოსმენით წარადგინა.

როგორც ვახტანგ ბაჩიაშვილმა აღნიშნა, წინა სასესიო კვირაში პარლამენტმა უკვე მიიღო შესყიდვების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი, რომელშიც შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილება გაიწერა - შემსყიდველ ორგანიზაციას იმ პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია შეეძლება, რომლის დამფუძნებელი ან მმართველ რგოლში შემავალი პირი ცალკეულ დანაშაულშია მხილებული.

ვახტანგ ბაჩიაშვილმა კომიტეტის წევრებს იგივე ჩანაწერის კანონპროექტში შეტანა შესთავაზა, რაც კომიტეტმა გაიზიარა.

მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ასევე მეორე მოსმენით „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი უცვლელი რედაქციით წარადგინა.

სხდომაზე კომიტეტის წევრები „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტში ორ სხვადასხვა ცვლილებას გაეცნენ, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა წარადგინეს.

კომიტეტების თავმჯდომარეების განცხადებით, მეორე მოსმენისთვის წარმოდგენილ რედაქციაში შინაარსობრივი ცვლილებები არ განხორციელებულა და კანონპროექტებში მხოლოდ იურიდიული ტერმინოლოგია დაიხვეწა.

სხდომაზე განხილულ კანონპროექტებს კომიტეტის წევრებმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი