მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

იმედი|imedinews.ge

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

საკითხი სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ წარადგინა.

ცვლილებები სათამაშო ბიზნესის სფეროში სანებართვო პირობების დარღვევისთვის დაწესებული სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.

სათამაშო ბიზნესის სფეროში სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის დაწესებული ჯარიმები იზრდება. კერძოდ: სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა - 7 000 ლარის ნაცვლად, განისაზღვრება - 20 000 ლარით. სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა – 1 000 ლარის ნაცვლად, განისაზღვრება - 10 000 ლარით. აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა – 2 000 ლარის ნაცვლად, განისაზღვრება - 10 000 ლარით. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა – 2 000 ლარის ნაცვლად, განისაზღვრება - 10 000 ლარით, ხოლო სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის, სათამაშო აპარატებისა და ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელთა მიმართ დაწესებული ჯარიმის ოდენობა - 7 000 ლარის ნაცვლად, განისაზღვრება - 20 000 ლარით.

სხდომაზე ასევე განიხილეს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „2017 წლის 12 ივნისის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი)“ N5 ცვლილების წერილ-შეთანხმება“.

მომხსენებლის, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის მზია გიორგობიანის განმარტებით, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის გაფორმებული სასესხო შეთანხმება ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის დაფინანსებას უკავშირდება და ცვლილება სესხის დახურვის ვადის გადაწევას შეეხება.

მისი თქმით, პროექტის ფარგლებში სესხის დახურვის ვადა 2025 წლის 31 დეკემბრის ნაცვლად, 2026 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

იმედი

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

იმედი

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

იმედი

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

იმედი