
„ელჩის ფუნქციას საყოველთაოდ აღიარებული დიპლომატიური ნორმები და პრაქტიკა განსაზღვრავს, რაც ურთიერთპატივისცემასა და შიდა საქმეებში ჩაურევლობას გულისხმობს“ - ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ის ელჩს მოუწოდა, შეწყვიტოს მთავრობის ოფიციალური პირების კრიტიკა სოციალურ ქსელებში
ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაქსიმ პრევომ აშშ-ის ელჩს, ბილ უაითს მოუწოდა, შეწყვიტოს მთავრობის ოფიციალური პირების კრიტიკა სოციალურ ქსელებში, რადგან მსგავსმა პროვოკაციებმა შესაძლოა ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები დაძაბოს.
პრევომ შეხვედრაზე უაითს პირდაპირ განუმარტა, რომ საჯარო განცხადებები, რომელთა „სამიზნე ბელგიელი ოფიციალური პირებია, დაუშვებელია“, ხოლო „ნებისმიერი შემდგომი პროვოკაცია კონტრპროდუქტიული იქნება და შესაძლოა ურთიერთობების არასაჭირო ესკალაცია გამოიწვიოს“.
„ელჩის ფუნქციას საყოველთაოდ აღიარებული დიპლომატიური ნორმები და პრაქტიკა განსაზღვრავს, რაც ურთიერთპატივისცემასა და შიდა საქმეებში ჩაურევლობას გულისხმობს“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
პრევომ ამერიკის ელჩი მას შემდეგ დაიბარა, რაც უაითმა პარასკევს ინსტაგრამზე ჯანდაცვის მინისტრ ფრანკ ვანდენბრუკეს შეურაცხმყოფელი პოსტი მიუძღვნა.
იმედი
წყარო: imedinews.ge