მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ
ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

იმედი|imedinews.ge

სემეკის მიერ დაფუძნებულ ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე წელს ექვსი სასწავლო კურსი განხორციელდა. სასწავლო პროგრამებში მონაწილეობას იღებდნენ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირებადი კომპანიების წარმომადგენლები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის წარმომადგენლები, სემეკის თანამშრომლები, ასევე ენერგეტიკის სექტორით დაინტერესებული სხვა პირები.

ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში განხორციელდა შემდეგი სასწავლო კურსები: . ელექტროენერგეტიკის რეგულირების მექანიზმები და პრაქტიკა . ელექტროსადგურების ოპერირების საფუძვლები . სატარიფო რეგულირების პრინციპები და პრაქტიკა . საირიგაციო წყლის მიწოდების წესების რეგულირების ძირითადი პრინციპები~

ტრენინგების დასრულების შემდეგ მონაწილეებს ჩაუტარდათ ტესტირება და გადაეცათ სერტიფიკატები. მონაწილეებმა სასწავლო კურსები დადებითად შეაფასეს. ტრენინგებმა ხელი შეუწყო პროფესიული კომპეტენციების გაძლიერებას, ცოდნის გაზიარებასა და ერთიანი სამუშაო მიდგომების ჩამოყალიბებას, რაც შემდგომში დადებით გავლენას მოახდენს, როგორც ენერგეტიკის სექტორის, ასევე მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით.

სასწავლო ცენტრი განაგრძობს ახალი სატრენინგო პროგრამების შემუშავებას ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში ცნობიერების ამაღლებისა და პროფესიული უნარების განვითარების ხელშესაწყობად.

ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი