მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ეპოქის გზაგასაყარი. „იმედის კვირის“ საავტრო რეპორტაჟი
ეპოქის გზაგასაყარი. „იმედის კვირის“ საავტრო რეპორტაჟი

ეპოქის გზაგასაყარი. „იმედის კვირის“ საავტრო რეპორტაჟი

იმედი|imedinews.ge

იმისთვის, რომ ქაოსში ბეწვის ხიდზე გავიაროთ, ერი და ბერი ერთსულოვანია. მცირე ჯგუფები, რომლებიც გარე პატრონების დავალებებს ასრულებენ ებრძვიან როგორც სახელმწიფო ინსტიტუტებს, ისე ქართულ ეკლესიას. შეურაცხყოფენ რწმენას და პროვოკაციულად ცდილობენ ქრისტიანული სწავლებების გაშარჟებას. უნიჭო იუმორი, უნიჭო პოდკასტებში მათთვის ვერ იქნება იმ შედეგის მომტანი, რისთვისაც უკვე წლებია იბრძვიან, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ.

მისივე თქმით, ქართველები ვამაყობთ ჩვენი ქრისტიანული ცივილიზაციით, ისტორიით, კულტურით, ლიტერატურით, განუწყვეტელი ბრძოლით თავისუფლებისთვის და ამ ბრძოლას შეწირული გმირებით.

„რაც უნდა ეცადონ გარე თუ შიდა მტრები, ვერც ნოდარ დუმბაძის, ვერც ერეკლე მეორის, ვერც წმინდანების და ვერც ქართულ ეკლესიაზე თავდასხმით შეარყევენ იმ ფასეულობებს, რომელზეც ეს ქვეყანა დგას.

ჩვენი ფასეულობები ეფუძნება ქრისტიანობას, რომლის აღორძინებაშიც უდიდესია ილია მეორის ღვაწლი. ჩვენ წილად გვხვდა ბედნიერება, მის ეპოქაში გვეცხოვრა და ბუნებრივია, სეზონის ბოლო შემაჯამებელ გადაცემაში გვერდს ვერ აუვლით არა მხოლოდ სეზონისა და წლის, არამედ ეპოქის უმნიშვნელოვანეს მოვლენას - გავიხსენებ საუკუნის პატრიარქს და კიდევ ერთხელ სიამაყით გიჩვენებთ ახალ პატრიარქს.

შესავალ ტექსტში ქრისტიანობასა და მის მნიშვნელობაზე გესაუბრეთ და ძალიან სამწუხარო და კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია, როცა ევროპის პარლამენტი ოფიციალურ რეზოლუციაში აღიარებს „ქრისტიანოფობიას“, როგორც პრობლემას და ამავე დროს მისი ცალკეული წევრები, თუ მათგან მხარდაჭერილი ძალები, თავს ესხმიან ქართულ ეკლესიას, კადნიერდებიან და სთხოვენ ლგბტ პროპაგანდაში დახმარებას, უარის შემდეგ კი ცდილობენ მიზანმიმართული კამპანიებით მისი იმიჯის დაზიანებას. ბევრს ვერაფერს ვიტყვი გარდა იმისა, რომ მეამაყება ჩვენი ეკლესია, ჩვენი სარწმუნოება და ჩვენი საქართველო ისევე, როგორც ამ ქვეყნის მილიონობით მოქალაქეს“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

ეპოქის გზაგასაყარი, - ნახეთ მარიამ ოშხნელის საავტრო რეპორტაჟში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ომი შუალედური არჩევნების დასრულებისთანავე დასრულდება

ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ომი შუალედური არჩევნების დასრულებისთანავე დასრულდება

იმედი

ირაკლი კირცხალია ისლანდიის რეფერენდუმზე: 47% არ გამოვარდნილა და არ დაუწყია 53 პროცენტისთვის იმის ძახილი, რომ პრორუსი ხარ. არ დაუწვავს შენობები, პოლიციელები არ შევარდნილან პრეზიდენტის სასახლეში და რევოლუციის მცდელობა არ ჰქონიათ

ანდრია ჯაღმაიძე: ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია სამხედრო დანაყოფისთვის არქიმანდრიტ გაბრიელის სახელის გამოყენება. შეშფოთებას და წუხილს იწვევს ის გარემოებაც, რომ ღირსი მამის სახელის ასე მიუღებლად გამოყენებას რუსული ეკლესიის გარკვეული სასულიერო პირები უჭერენ მხარს

ტრამპი: პუტინთან შესანიშნავი საუბარი გვქონდა - მას შეთანხმების დადება სურს და თუ ზელენსკისაც სურს შეთანხმების დადება, ეს ძალიან კარგი იქნება

ტრამპი: პუტინთან შესანიშნავი საუბარი გვქონდა - მას შეთანხმების დადება სურს და თუ ზელენსკისაც სურს შეთანხმების დადება, ეს ძალიან კარგი იქნება

იმედი